“მეორე სუნთქვა”- რომანი “გახდი ბესტსელერის ავტორის” კონკურსის მეორე ტურიდან.

 Palitra L Publishing • გამომცემლობა პალიტრა L-ს ფოტო.

კონკურსი რომ გამოცხადდა, მე ამ რომანის მხოლოდ 21 გვერდი მქონდა დაწერილი და არც მიფიქრია, რომ მონაწილეობა მიმეღო. საერთოდ, რომანის იდეა მომივიდა ბევრად ადრე, წერა კი 2017 წლის იანვარში დავიწყე.

ვორდის ფაილი რომ გავხსენი, სათაური უკვე გონებაში მიტრიალებდა. თავფურცელზე სათაურის დაწერის შემდეგ ვიჯექი და ვფიქრიობდი, რა უნდა დამეწერა ამ თემაზე ისეთი რაც არ დაწერილა ქართულ და საზღვარგარეთის ლიტერატურაში. რატომ უნდა ყოფილიყო ეს რომანი მკითხველისთვის საინტერესო და რატომ მოეწონებაოდა ხალხს. რის თქმას ვაპირებდი? ველოსიპედის გამოგონება არ მიცდია.

დავჯექი და თავისით წამოვიდა ამბავი.

სამწუხაროდ ზალიან ზარმაცი ვარ და ეს რომანის წერის ხანგრძლივობაზეც აისახა.

ასე რომ, კონკურსზე ნაწარმოების გაგზავნის დასრულებამდე სულ რარაც ორი დღე იყო დარჩენილი და მე ისევ არ ვაპირებდი გაგზავნას. შემდეგ შემთხვევით ვნახე ჩემი ფრენდის, წინა წლის ბესტსელერის კონკურსის გამარჯვებულის შორენა ხუხუას ლაივი, სადაც ის ამბობდა, რომ შესაძლოა ეს ჩემი შანსია და არ დავიხიო უკან. ბოლომდე ვუსმინე ლაივს და გადავწყვიტე შორენასთვის მიმეწერა, ავუხსენი რა ხდებოდა და რას ვაპირებდი. მითხრა გამომიგზავნე ნაწარმოები გადავხედავო. გავუგზავნე. მომწერა რომ აუხილებლად გამეგზავნა კონკურსზე. ასეც მოვიქეცი.

თავდაპირველად კონკურსანტების ნაწილი გამოაქვეყნეს, მე ჩავთვალე რომ არ მოეწონათ, გული დამწყდა, ნუთუ ისე კარგად ვერ ვწერ, რომ შესარცევი ტურიც ვერ გადავლახე-მეთქი?! მაგრამ მერე სრული სია დაიდო და, აი მე იმ ასეულში ვარ ვინც წარმატებით გაიარა შიდა შესარჩევი ტური.

დაიწყო ერთთვიანი საკონკურსო პერიოდი, სტრესი და დაძაბულობა. ხმის მიცემა მხოლოდ ერთი ნომრიდან ერთხელ უნდა მომხდარიყო. არ ვიცოდი ხმების მოგროვებაზე მეზრუნა თუ წერა გამეგრზელებინა, რადგან დასაწერი მქონდა გაგრძელება, დნარჩენი 60-80 გვერდი რაც უნდა გამეგზავნა მეორე ტურში. ხალხის დიდი მხარდაჭერის მიუხედავად, მკითხველის რჩეულაათეულში ბოლო ორ დღეს დავკარგე ადგილი.

ვერ ვიტყვი, რომ იმედი არ მქონდა, თუმცა არ ვფიქრობდი, რო ჟიური ამირჩევდა, საბედნიეროდ მე ჟიურის 10 რჩეულ მონაწილეს შორის აღმოვჩნდი.

დავწერე გაგრძელება, გავგზავნე და მივენდე ბედს, რადგან მკითხველის ხმებით ისეთ შედეგს ვერ დავდები, რომ პირველ სამეულში მოვხვედრილიყავი. კონკურენტებს საკმაოდ დიდი მხარდამჭერთა არმია ჰყავდათ, ბევრს შრომობდნენ.

სამწუხაროდ ჟიურიმ გადაწყვეტილება მამრობით სქესზე შეაჩერა. “მეორე სუნთქვა”-მ სუნთქვა ცოტა ხნით შეწყვიტა, თუმცა ვიმედოვნებ მალე თუ არა ოდესმე ფურცლის სურნელს შეიძენს.

მეორე სუნთქვა“-  ეს არის წიგნი წიგნში, ამბავი ამბავში.  სიყვარულზე, მარტოობაზე, ღალატზე, შვილებთან გაუცხოვებაზე, ვნებებზე, აკრძალულ ურთიერთობაზე, საკუთარი თავის დაკარგვასა და პოვნაზე. ნატა შუახნის, ყველაფრით უზრუნველყოფილი, ლამაზი ქალი და წარმატებული კაცის ცოლია, რომელიც წესით ცხოვრებისგან უკმაყოფილო არ უნდა იყოს. მაგრამ ეს ერთი შეხედვით, რადგანაც იგი უბედურია, იმ გარემოში რომელშიც ცხოვრობს. სიყვარულსა და ვნებიან ურთიერთობას მონატრებულ ქალს, ცხოვრებამ ნაღალატევი და არასასურველი ქალის როლი არგუნა.

ღირს კი საკუტარი თავის დაკარგვა სხვებთან დაახლოების მცდელობისას?

საით იხრებიან მზესუმზირები?

კითხვებზე პასუხს ოდესმე ფურცლებიდან შეიტყობთ.

თამთა დემეტრაშვილი-ს ფოტო.
Continue reading

ძველი დღიურიდან…

16105566_692235254289705_6442556399275250232_nიმ წელსაც მცხეთაში ვისვენებდი, ბებიასთან. მთელს დღეებს სახლის უკან, ტყეში, წიგნის კითხვაში ვატარებდი. ძველ მატრასს დაბალ ბალახზე დავაგებდი, თავქვეშ ბებიაჩემის დედის ნამზითვარ ხელით მოქარგულ ბალიშს ამოვიდებდი და შეღამებამდე ვიწექი გულაღმა წიგნით ხელში.
პუშკინის “ქალბატონი გლეხი გოგოს” ბოლო ფურცელიც ჩავამთავრე, გაღიმებულმა ჩავიხუტე წიგნი გულში და ხეებს შორის ნაგლეჯად მომზირალ ცას ავხედე.
– ეი, ფიფქია…
ჩამძინებოდა.
შევხტი, სასწრაფოდ წამოვჯექი და წიგნი მკერდზე ავიფარე.
შავ ბოტასებზე, სამხედრო შარვალი ეცვა, თავზე წენგოსფერი ბენდენა წაეკრა და თოფის ლულას დაჰყრდნობოდა.
– ამ დროს აქ რა გინდა? არ იცი რომ ტყეში მგლები არიან? თანაც ორფეხა მგლები. – გაბურძგნული წვერიდან თეთრად გამოანათა მარგალიტებივით ჩამწკრივებულმა კბილებმა.
– მგლები ძუ მგლებს ვერაფერს დაუშავებენ. – ვითომ წავიდიდგულე, ფეხზე წამოვხტი და სახლისკენ დავეშვი.
– სხვა დროს შენს ძილს აღარ ვუდარაჯებ. – უკან მომეწია სიცილით ნათქვამი…

ორი კვირის შემდეგ გაბურძგნულ მგელს ტურები დაგლეჯავენ ლაჩრულად…
დედა მგელი ყმუილით ცასა და მიწას შეძრავს…
მე კი მერამდენედ ვინატრებ, რომ ჩემს ძილს ისევ უდარაჯოს გაბურძგნულმა მგელმა.

შემოდგომასავით გოგოების საკითხავი


ძაფის გორგალივით ამებურდა ფიქრები, ამაოდ ვცდილობ გაწყვეტილი აზრის პოვნას, საიდანაც ყველაფერს დავიწყებ, მაგრამ ვერა, ვერ გავუგე სამყაროს. რა უნდა? რას ითხოვს რატომ?

ვის ვჭირდები? ვის ვარგივარ?

თავი უსარგებლო ნივთი მგონია, წლები რომ დევს მტვერდადებული, რომელიმე ბნელ კუთხეში, მერე დიდი დალაგების დროს შემთხვევით ვიღაც რომ აღმოაჩენს და სულის შებერვით მტვერს მოაცილებს. 

როგორ მინდა მეც მიპოვონ, მიპოვონ და ჩამომფერთხონ წლების დადებული სევდა, ტკივილი და მარტოობა. 

მაგრამ ჩემნაირებს ამაშიც არ გვწყალობს ბედი.

ჩვენ ბებიების ძველ ზანდუკში გამოკეტილ მაქმანებიან კაბასა და აბრეშუმის საბურველს ვგავართ, წლების გაუშლელ მარაოსა და ძველისძველ სუნამოს.

ხანდახან თავი ნახევრად წაკითხული წიგნი მგონია, რომელსაც გული ვერ დაუდეს, სამუდამოდ დაკეცეს და სულ ზედა ტაროზე შემოდეს, მეორედ რომ არ შეეჩხიროთ თვალში.

მე ხანდახან ოცნებებით ვიქცევ თავს…

ვოცნებობ ხოლმე ერთ დღესაც მოვიდეს ვინმე, ვისაც მოუნდება შემიბეროს სული, ჩამომფერთხოს დარდი და სევდა და ჩემი ყოველი ამოსუნთქვა, ჩასუნთქვა და თვალის დახამხამება წაიკითხოს. წაიკითხოს ისე, რომ არ გამორჩეს არც ერთი ცრემლი, არც ტკივილი, არც ფეხის გადაბრუნება, არც დაჩივლება. 

გამიცნოს…

მერე ჩამკიდოს ხელი, თითები თითებში ამიხლართოს და წამიყვანოს იქ, სადაც ჩემნაირებს სუნთქვა შეუძლიათ.

 მერე დავჯდე, ჩემს წამკითხველს მოვუქსოვო თბილი სვიტრი, ჩემი ხელით ჩავაცვა და ვუთხრა: კაცო, მადლობა რომ მიპოვე.

​შემოდგომასავით ქალიაო, ამბობდნენ ჩემზე…

 განა იმიტომ, რომ შემოდგომის ფოთლებივით ვიცვლიდი თმის ფერს, არც იმიტომ რომ მასავით სავსე ვარ. არც უხვი ვარ და არც ბარაქიანი.

სიყვარულში გაზაფხულიც გამომიცდია და ზაფხულიც, შემოდგომაც და ზამთარიც, მაგრამ არცერთი ისე არ დამმჩნევია როგორც შემოდგომა. სევდაა შემოდგომა, აღსასრულის მიახლოებასთან შეგუების სევდა. 

შემოდგომასავით ქალიაო, ამბობენ ჩემზე…

სეზონური დეპრესიის სეზონია ახლა ჩემთვის.

 აი, ფინჯანი ყავით, რომ უნდა მიუჯდე სარკმელს, პლედი ფეხებზე, შემოიხვიო, ფინჯანს ორივე ხელი შემოხვიო და თვალი გაუსწორო შემოდგომას. 

არადა ძნელია…

რატომღაც წარსულში გაბრუნებს, მოგონებებს გიშლის, ფიქრებს გიწეწავს, განა უნდა? 

ხდება ასე.

ხდება ასეც, ქალები იბადებიან გაზაფხულებად, ზაფხულებად და შემოდგომებად.

მე შემოდგომად დავიბადე. 

გავხედავ ხოლმე იმ სარკმლიდან, ქუჩაში მოსიარულე ქალებს, გაზაფხულებსა და ზაფხულებს, ხანდახან ზამთარიც ჩამოივლის, დინჯი, ამაყი ნაბიჯებით, მაგრამ შემოდგომას არასდროს ჩამოუვლია. ვიცი, ვიცნობდი.

ვუგურებ ქუჩაში მიმავალ გაზაფხულივით ქალებს და მეღიმება, ერტფეროვანია გაზაფხული, დამღლელია ზაფხული, მკაცრია ზამთარი, შემოდგომა? შემოდგომა ამოუცნობია, სევდიანი და მარტოსული.

შემოდგომასავით ქალიაო, ამბობენ ჩემზე…

ჭადრის გაწითლებულ ფოთლებს ჩავიბნევხოლმე თმებში და დავივლი ყველა მოყრუებულ ქუჩას, ყველა მიტოვებულ სახლს და ვეძებ შემოდგომის ქალებს. ამ დროს ყოველთვის გრძელი მაქმანრბიანი კაბა მაცვია და დედაჩემის, ფოჩებიანი შალი მახურავს, სალის ბოლოებს ორივე ხელს მაგრად ვხვევ და გულში ვიკრავ დარდებს.

მერე მთელი სეზონი დავდივარ და ვეძებ, ვეძებ ჩემნაირებს, დაღამებამდე ვაგროვებ გაყვითლებულ ფოთლებს, ცრემლებსა და დარდებს.

სემოდგომასავით ქალებს ერთხელ გვიყვარდება…

ხანდახან არც კი ვიცნობთ, მაგრამ გვიყვარს…

ხდება ასეც…

ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით. 

დავდივართ და ვეძებთ მას ვინც გვიყვარს, დავდივართ ფეხით და აუცილებლად შემოდგომაზე, აიუცილებლად ქვაფენილზე მოფენილ ფერად ფოთლებში, გაშიშვლებული ხეების ქვეშ, ძველ ძელსკამზე, ქუჩის კუთხეში, ბოჰემურ კაფეში, ხიდზე, მეგროსიც და პირდაპირ ბორდიურზე. 

ხო, არიან ასეთი კაცებიც, სხედან თავისთვის, თავი მუხლებზე ჩამოუდვიათ და შემოდგომის ქალის ლოდინში ჩასძინებიათ კიდეც.

შემოდგომასავით ქალიაო, ამბობენ ჩემზე… 

სიარულისგან დაღლილი, ბორდიურზე ჩამოვჯდები, მხარს გავკრავ და ვეტყვი: კაცო, მე მოვედი. 

მერე ის გაიცინებს, უბეში ხელს ჩაიყოფს, სიგარეტის გაუხსნელ კოლოფს ამოიღებს, გამომიწვდის და დამელოდება როდის მოვუკიდებ. 

ხდება ხოლმე ასე შემოდგომასავით ქალები, უცხო მამაკაცებთან ერტად სხედან ქუჩაში და ანთებული სიგარეტით ხელში გასცქერიან გზებს…

და განა რამე? 

უფალო…

 

მე შენ გეძებდი,
ღამეში, დღეში, წვიმაში, მზეში…
მეზობლის ძაღლშიც, ქუჩაშიც…
სიგარეტის გამყიდველ, ლამაზ, მაგრამ ცხოვრებისგან განადგურებულ ქალშიც…
მიწაზე მომუშავე გლეხშიც, მათხოვარშიც, გლახაკშიც, ეკლესიის მსახურშიც და თვით ეკლესიაშიც.
თუმცა ვერ გნახე, ვერსად ვერასდროს…
იყვნენ თვალები, ცრემლებიც, კედლებიც…
მაგრამ შენ არსად,
დამვიწყებია გულში ჩახედვა, უფალო.large (5)

Cigarettes After Sex

smoking,alone,bed,smoke,woman,smoking,sexy-886123894477bcf62f8f4ed2ee2d7c9a_h_large

სამსახურიდან შესვენებაზე გამოვდივარ. საჩქაროდ ვჭრი გზას და სადარბაზოში ვუჩინარდები. სახელოს ვიწევ და მაჯაზე შებნეულ საათს დავცქერი, ჯერ მხოლოდ ორია. ერთი საათი გვაქვს ერთმანეთით ტკბობისთვის. საკეტს ვატრიალებ, კარს ფრთხილად ვაღებ და დახუთული ჰაერი ფილტვებს მიხშობს, სასიამოვნოდ მაჟრჟოლებს ტანში. ერთი სული მაქვს როდის ვიგრძნობ, როდის შევეხები. კარის დაკეტვისთანავე, ფანჯარას ვაწყდები და ფარდას ოდნავ ვწევ. საშინლად მინდა მოწევა, მაგრამ არ ვეწევი, მხოლოდ პირში ვიდებ კოლოფიდან ამოღებულ ერთ ღერს და კბილებს მაგრად ვუჭერ. არ გავაფუჭებ მომენტს, ყველაფერს თავის დრო აქვს.

აი, გამოვიდა, ტროტუარზე დგას და ცდილობს გზა გადმოკვეთოს. ფეხები მეკვეთება, მუცელში წვას ვგრძნობ. ყელი მიშრება.

თმა გაუშლია, ჯინსის შარვალი და მუხლამდე პალტო აცვია, თეთრი ბერეტიდან გაშლილი თმა მოუჩანს.

გახურებულ შუბლს მინას ვადებ და თვალებს ვხუჭავ. ერთი… ორი… სამი… შვიდი… ცამეტი… ოცდახუთი და… საკეტის ხმაზე ვკრთები, თავს მძიმედ ვატრიალებ და ენის წვერს ტუჩზე ვისვამ. მისი შემოსვლა და ჩემი სხეულის გრავიტაციის დაკარგვა ერთია, მთელი ჩემი სხეული, კანზე ოდნავ დამჩნეული ბუსუსები ყალყზე დამდგარი, მისკენ მიიწევენ, მთელი გრძნობით სურთ მასთან სიახლოვე. მანტოს იხდის და სკამზე დაუდევრად აგდებს. მაღალი მკერდი აჩქარებული სუნთქვისგან აუდ-ჩამოუდის. მე ისევ გახევებული ვდგავარ ერთ ადგილას, მიუხედავად იმისა, რომ მისკენ მიმიწევს გული და გონება. ორივე ხელს მკლავებზე იჭერს, ქვედა ტუჩი უკანკალებს და ცდილობს კბილების დახმარებით გააჩეროს, ისევ ისე როგორც პირველად. სიგარეტს პირიდან ვიღებ და მაგიდაზე ვაგდებ. მის წინ ვჩერდები, აბურდულ თმას თითებით ვუსწორებ, თუმცა კი უარესად იმუხტება, მავიწყდება რომ ჩემი ხელები ბიოდენს ატარებს, თმის ძირებს ვეხები და წრიული მოძრაობით ვცდილობ დავამშვიდო. განაბული დგას, თვალები ეხუჭება, თუმცა ცდილობს არ დახუჭოს, ყელში სურვილი მეჩხირება, მინდა ხელში ავიტაცო და ყველაფერი უცებ დავამთავრო, მაგრამ არ შემიძლია ვიყო ეგოისტი. ხელები უდუნდება, ბოლოს ეშვება და ორივე ხელს წელზე მხვევს. მის სხეულს გულში ვიკრავ და ყელს ვუკოცნი, მორცხვი გოგოდან გათამამებულ და მაცდურ ქალად იქცევა. მეც ეს მინდა, ეს მსურს, აღარ ვარ ნაზი.

გვავიწყდება სამყარო, მოვალეობები და ვალდებულებები, გვავიწყდება ჩვენი ცხოვრება, გვავიწყდება  ყველაფერი რაც კარს იქით ხდება. ახლა მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ. მისი სხეული ჩემი სამყაროა და მისი თვალები ჩემი სამოთხე, რომლიდანაც სულ მალე გამაძევებენ, მაგრამ არ ვჩივი, ახლა ხომ ჩემია, იმდენად  ჩემი, სხვა უფრო ახლოს მყოფისთვის ოცნებაშიც არ იქნება ასე ახლოს.

მისი სხეული დედამიწაა, მე კი ზეცა  ვარ, ზემოდან რომ აკრავს, მისგან განსხვავებით ერთფეროვანი. თვალები ოკეანეა, ბობოქარი და მღელვარე, მკერდი მთაგრეხილია, მუცელი გავარვარებული უდაბნო, რომელსაც მე არეული ნაბიჯებით, დასიცხული და მწყურვალი მივუყვები ოაზისისკენ. მირაჟია თუ სინამდვილე? არ ვიცი, თუმცა კი შეგრძნებები ნამდვილია ვგრძნობ და ვიწვი.

ცა და დედამიწა ერთმანეთში აირია, დაირღვა ყოველგვარი მიზიდულობის კანონი, სამყარო პირველსაწყის დაუბრუნდა. ქაოსი…

და იქმნა ნათელი…

ჩემს ხელს ფრთხილად იშორებს მუცლიდან, საწოლიდან დგება და შიშველ  სხეულზე საცვლების  გარეშე იცმევს იქვე მიგდებულ, ვიწრო ჯინსს. წელსზევით შიშველია, თმას იჩეჩავს და სავარძელზე ჯდება, ფეხებს საზურგეზე აწყობს და სიგარეტს აბოლებს. ერთი სიამოვნებაა ახლა მისი ცქერა.

რიტუალად გვექცა მოწევა სექსის შემდეგ. მთელი დღე დაგროვილი სურვილით, მთელი მონდომებით.

სიჩუმე… არავითარი კოცნა, ან ბანალური საუბრები, არავითარი სინდისის ქენჯნა, ან სამადლობელი, სასიყვარულო სიტყვები.

ჩვენ ეს გვინდა, ეს გვჭირდება და მორჩა.

ყოველ დღე ერთი და იგივე, ერთი და იგივე…

ამ დროს უფრო მეტი მთლიანობაა ჩვენ შორის, ვიდრე სექსის დროს.

ორივე ერთნაირად მაგრად ვექაჩებით და ერთნაირი ტემპით ვუშვებთ ნაცრისფერ კვამლს ცხვირის ნესტოებიდან, შემდეგ კი ოდნავ გაღებული პირიდან.

მისი ორი ზედა კბილი, ოდნავ დაშორებული ერთმანეთისგან, თანაბრად უშვებს გარეთ სუნთქვის შემკვრელ აირს.

ის ისევ სავარძელზე წევს, თავი დაბლა აქვს ჩამოკიდებული, მისი გაშლილი თმები იატაკზე აფენია. ჭერს მიშტერებული რაღაცაზე ფიქრობს, მაგრამ არ მინდა ვიცოდე რას, არც ვცდილობ გამოვიცნო. საწოლზე ვსწორდები, საზურგეს ვეყრდნობი ბეჭებით, თავს სანახევროდ ატრიალებს და სიგარეტის კოლოფს მესვრის, სანთებელასთან ერთად. მეღიმება…

მიყვარს მისი გამოყვანილი თეძოები, მაღალწელიანი შარვლიდან მაცდურად მომზირალი ჭიპი, საოცარია ახლა უფრო სექსუალურია, შარვლის ზევიდან მომზირალი ვიდრე შიშველი. თვალები მიშტერდება…

რაღაცას ღიღინებს, დაბალი, თითქმის მოჩურჩულე ხმით, მგონი  Honey Bee

 -ს .მეღიმება… ფეხის ტერფები ერთმანეთზე აქვს გადადებული და რიტმულად აქანავებს. ბოლო ნაფაზიც და ის ფეხზე დგება, ნამწვს იატაკზე აგდებს, თვალებით ზედატანს ეძებს, მერე ღიმილით მიემართება მისკენ, იცმევს და თმას ისწორებს. სარკეში ჯერ საკუთარ თავს უყურებს და შემდეგ მე, სარკიდან მიგზავნის კოცნას, აქეთ-იქით ტრიალდება, მის საქციელზე ხმამაღლა მეცინება. ჩემკენ ბრუნდება, ღიმილით მიახლოვდება. ლამის ნერწყვმა  დამახრჩოს. მისი გამოყვანილი ზედატანიდან უტიფრად მომზირალი კერტები მნუსხავს.

საწოლიდან ვიწევი,ზურგს უკან ბალიშს ვისწორებ. ის ჩემკენ იხრება ჩემს ტუჩებს ეხება, რბილად და ვნებით, ცეცხლი მეკიდება, მთელი სხეული მეწვის. ხელს წელზე ვხვევ და მუხლებზე ვისმევ, ღიმილით ითავისუფლებს თავს ჩემი მკლავებისგან და ფეხზე დგება. მანტოს მკლავზე იკიდებს და გასვლისას ისევ იმ მელოდიას ღიღინებს. მე კი სასიამოვნოდ დაღლილი ისევ ზურგზე ვწვები, ბალიშს გულზე ვიხუტებ და თვალებს ვხუჭავ.

ოკეანე დაწყნარდა, ქარიშხალი ჩადგა… ხვალამდე… ტრადიციულად…

 

ლურჯი მთვარე 12-13 თავი

1689315_1550879208544777_7138531985603449563_n

12

ირაკლი ჩემკენ მოიწია,ორივე ხელი შემომხვია და გულში ჩამიკრა.

-ძალიან საყვარელი ხარ,დადუ.

მესიამოვნა,გამიხარდა.გულმა ჯერ შეწყვიტა,მერე კი გაორმაგებული ძალით დაიწყო მუშაობა.ირაკლი ძალიან ნაზი იყო,ისეთი როგორიც თავიდან.თმები სულის შებერვით მომაცილა სახიდან და მთელი სახე დამიკოცნა,ფრთხილად,ნაზად და მთელი გრძნობით,ოდნავ მეხებოდა მისი ბაგეები კანზე,მაგრამ ესეც საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჟრუანტელისგან კანკალი ამვარდნოდა.თავი ჩემს ყელში ჩარგო და მონოტონურად დამისვა ხელი მკლავზე,ზემო-ქვემოთ,თანაც რამდენჯერმე.მერე ერთ სულ და ერთ ხორც ვიქეცით.ირაკლი საოცრად ნაზი და თბილი იყო,აღტაცებული თვლებით დამცქეროდა და მეგონა ჩემი ფიქრების ამოცნობა შეეძლო,ზუსტად აკეთებდა იმას რაც მინდოდა.

მისი თვალებიდან წამოსულმა ენერგიამ ჩემს სხეულში შეაღწია,თავი დამაკარგვინა და მთელი სხეულით მისი გავხდი.აქამდე მეგონა,რომ მისი ვიყავი,მაგრამ მაშინ მე არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მთელი გრძნობით და ფიქრით დავუკავშირდი მას.კარგად ვხვდებოდი რამდენად ღელავდა და ცდილობდა ჩემი სიამოვნებისთვის ყველაფერი გაეკეთებინა.

-ჩემი ხარ,სულ ჩემი ხარ…ჩემი ლურჯი მთვარე…ჩემი ფიქრი…ჩემი ტკივილი…

-მიყვარხარ ,ირაკლი-ვნებებს გასაქანი მივეცი და ინიციატივა ჩემ თავზე ავიღე,უცებ ირაკლი გადატრიალდა,მსუბუქად ამწია ჰაერში და მე მის ზემოთ აღმოვჩნდი.დავიბენი.ირაკლის ორივე ხელი ჩემს თეძოებზე ედო და ღიმილით მიყურებდა ქვემოდან.გამეღიმა თვალები დავხუჭე და მისკენ დავიხარე.

-ეს ვნება ბოლოს მოგვიღებს,დადუ-ვნებისგან ჩახრინწული ხმით ამოიჩურჩულა ირაკლიმ.

– თანახმა ვარ,შენ გამო ყველაფრისთვის მზად ვარ.-ვუთხარი და ახლა მე გავთამამდი.

-არა, პირველობას ვერ დაგითმობ-ისევ ზემოდან მომექცა და ისევ გაშმაგებულმა დამიწყო კოცნა.

მე პირველად ვიაზრებდი და პირველად, მთელი კმაყოფილებით ვხვდებოდი მის ალერსს.

მერე იყო,გაოფლილი ხელების შეხება ზურგზე,

უმნიშვნელო ტკივილი,რომელსაც განცდილი სიამოვნება ფარავდა.

მისი ტუჩების შეხება ჩემს მუცელზე.

ტალღად დავლილი სიამოვნება.

გაუგებარი ბგერები…

დახშული ყურთასმენა…

ირაკლის აკანკალებული ხელები ჩემს თმებში…

ერთდროულად განცდილი ორგაზმი…

 

თვალი,რომ გავახილე,მის მკერდზე მედო თავი,ირაკლი მშვიდად,რიტმულად სუნთქავდა,გავისუსე,გავყუჩდი.ორივე ხელი უფრო მაგრად შემოვხვიე და ტუჩები შიშველ მკერდზე მივადე.

-“როცა მგონია რომ გძინასვს

ჩემი სუნთქვა გიფრთხობს ღამეს,

ამის მერე კიდევ მკითხავ

ლურჯი რატომ ქვია ღამეს?”-წავჩურჩულე ყურში.საპასუხოდ ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა,თვალგაუხელად მოძებნა ჩემი ტუჩები და მაკოცა.

-მხოლოდ ჩემი თავი მეგონა ასეთი ნიჭიერი.-თვალები გაახილა და სუნთქვა შემეკრა,მისი უძიროდ შავი თვალები თითქმის სილურჯეში გადასულიყო.

 

-დადუნა,დედასთან უნდა დაბრუნდე-ჩემი აღტაცებული მზერა არ შეიმჩნია-ცოდოა,ნუ აწყენინებ-მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი,ის კი ლაპარაკობდა და თითებით შუბლზე ჩამოყრილ თმებს მისწორებდა.-ვიცი, ახლა ჩემზე ბრაზობ და გგონია გაგდებ,მაგრამ ნუ ვიქნებით ეგოისტები,დადუ.შენ ხომ კარგი გოგო ხარ,დამიჯერე რა.

-შენ თუ ასე გინდა…-ჩუმად ჩავილაპარაკე ნირწამხდარმა და ტუჩები დავიჭამე.

-ეი,შემომხედე,გაიქრე ეს ეჭვიანი აზრები,მე შენთან მინდა ყოფნა,მინდა გესმის?ჩემი ნება რომ იყოს ახლა აქედან არასდროს გაგიშვებდი,მაგრამ ყველაფერს თავისი წესი აქვს,თავისი დრო…ჯერ რაღაცეებია მოსაგვარებელი,ბევრი რამე გვაქვს გადასალახი…მე განსაკუთრებით…-გამიღიმა და ისევ გულზე მიმიხუტა.

-მერე შენ ვერ დაგეხმარები.

-თუ მეცოდინება რომ კარგად ხარ,და ჩემზე ფიქრობ დამეხმარები,მე კი გპირდები რომ ვიბრძოლებ,როგორც შენ მეუბნებოდი.-შემომცინა ისევ და თვალი ჩამიკრა-მიზეზი მაქვს ბრძოლის თანაც.

-მართლაა?რა მიზეზიი?-პატარა ბავშვივით ამიწყლიანდა თვალები.

-შენ!

იმ საღამოს თავად მიმაცილა სახლამდე,სანამ სადარბაზოში შევიდოდი კიდევ ერთხელ მაკოცა,მაგრად ჩამიხუტა და წავიდა.

 

ქალაქგარეთ ვიყავით,ისევ ტრიალ მინდორზე,ირაკლი ისევ ბალახებში იწვა,მე ისევ თვალებდახუჭული ვტრიალებდი.იმ დღეს ჩემი დაბადების დღე იყო,მაგრამ ირაკლისთვის არ მითქვამს,არაფერს ველოდი,ჩემთვის ისიც საკმარისი იყო,რომ ჩემთან იყო.კაბას ვაფრიალებდი,ირაკლის გარშემო დავრბოდი და ვცდილობდი მხიარულებაში ამეყოლიებინა.ის იცინოდა,იდაყვებით მიწას ეყრდნობოდა,თავი გვერდზე ჰქონდა გადაწეული და მიცინოდა.ბედნიერებისგან სახეგაბრწყინებული მივუჯექი გვერდით და ცხვირზე ხელი მოვუჭირე.

-ხომ ვამბობდი საინტერესო ხარ-მეთქი-ჩემთვის თვალი არ მოუშორებია ისე მითხრა ირაკლიმ.

-ნუ სულელობ რაა-ბალახებზე გადავწექი და ცას ავხედე-ნახეე, რა ლამაზი დღეა…მზიანი…ნათელი…

-შენს მზიანობას მაინც ვერ შეედრება-გამიღიმა და ფეხზე წამოდგა.თვალები დავხუჭე.ვიწექი ასე ბალახებში,ირგვლივ მინდვრის ყვავილების სურნელი იდგა.ცოტა ხანს გაუნძრევლად ვიწექი,მეღიმებოდა,მაგრამ რატომ არ ვიცი.თავზე ჩრდილი დამეცა და იძულებული გავხდი თვალები გამეხილა,ირაკლი იდგა ჩემ წინ, სახეზე მინდვრის ყვავილები მიეფარებინა,გამეცინა.

-გამომართვი თორემ გავბრაზდები-მასაც გაეცინა და უხერხულად გამომიწოდა.ირგვლივ ხომ ამდენი ყვავილი იყო,მეც ყვავილებში ვიჯექი,მაგრამ მისი მოტანილი სულ სხვა იყო,გული გამითბო.ყვავილები გამოვართვი, დავსუნე და გულში ჩავიკარი.ჩემ წინ დაჯდა,ხელები გამომიწოდა,მეც ჩემი შევაგებე.

-ლამაზი ხარ-გამიღიმა და ჩემს თითებს დაუწყო წვალება.

-შენ სიმპატიური.

-კიდევ კარგი ლამაზიო არ თქვი-გაეცინა.-საყვარელი ხარ.

-შენ,არა.-თავი ჩაღუნა.

-ვიცი…ოდესმე ისეთი რამ გიგრძვნია,რომ სადღაც შენი ნაწილი დადის და გაკლია,ეძებ და ვერ პოულობ,იტანჯები,გტკივა,ცუდად ხარ…არადა უიმისოდ არაფერი ხარ.

-არ ვიცი…შენ გიგრძვნია?

-კი,თან ძალიან მძაფრად,მაგრამ იმიტომ არა,რომ ტყუპისცალი მყავს…-ისევ შემომანათა თავისი შავი თვალები და გაეღიმა-შენამდე,შენს გაცნობამდე ყოველ დღე აუტანლად მტკიოდა ნახევარი,ჩემი ნახევარი,რომელიც ჩემგან შორს იყო…-ღრმად ჩაისუნთქა ცოტახანს გაჩერდა და მერე ისევ გააგრძელა.-იცი,როგორ მეშინოდა,რომ ვერასდროს ვიპოვნიდი?-სუნთქვა შემეკრა,გამაკანკალა-მეშინოდა,რომ ვერასდროს გიპოვიდი,შენ კი თავად მომაკითხე-ორი თითის ზურგი დამისვა ლოყაზე,მერე ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადამიწია და ისევ ხელი ჩამკიდა.

-არასდროს გაგიშვებ ჩემგან,არასდროს დაგტოვებ.

-მიყვარხარ-ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე,ხელი მომხვია და გულზე მიმიკრა,ყელში მაკოცა და გაყუჩდა.ისეც გამეღიმა სიმწრისგან,ისევ თვალები დავხუჭე.

ვისხედით ასე მინდორში ერთმანეთზე მიხუტებულები,თვალებდახუჭული და მე მის გულისცემას ვუსმენდი.დავიფიცებ ჩემთვის ის ხმა ყველაზე ლამაზი მელოდია იყო.არცერთი არ ვიღებდით ხმას.ირაკლი ზურგზე მისმევდა ხელს და კისერში მკოცნიდა.

-ყველაფერს შევძლებ,გპირდები…ჩემ გამო არასდროს იტირებ…-სიხარულისგან ცრემლები მომერია,ხელები მაგრად შემოვხვიე და ვაკოცე.

-ადექი-ფეხზე წამოვხტი და ხელი გავუწოდე.ისევ იჯდა,წარბებს ქვეშიდან მიყურებდა და იღიმოდა.

-რა სიგიჟე ჩაიფიქრე ამჯერად-წამოდგა და წელზე შემომხვია ხელი.

-ნახე ღამდება-უკვე ჩამობნელებულიყო,აქა-იქ მკრათალად ანათებდა ვარსკვლავები.

-მერე?-ისევ ეშმაკურად იღიმოდა.

-არაფერი წავიდეთ-უცებ მოვეშვი,ვცდილობდი მენიშნებინა რომ დაბადების დღე მქონდა,მაგრამ ის აზრზე ვერ მოდიოდა,მე ეს მწყინდა,თუმცა არ ვიმჩნევდი.წინ წავედი,ირაკლი უკან მომყვებოდა.უკვე მანქანასთან ვიყავი,რომ დამიძახა.

-დადუნაა

-რა?-გავჩერდი მაგრამ არ მივბრუნებულვარ,ცრემლებს ვმალავდი.

-მეცხრამეტე დაბადების დღეს გილოცავ, დადუ-ვერ წარმოიდგენთ იმ დროს რა ვიგრძენი,გული ამომიჯდა, სახეზე ხელები ავიფარე და მანქანას მივეყრდენი.

-დიდი გოგო გამეზარდე, დადუნა-ზურგს უკან იდგა და ჩემს თმას ცხვირით ეთამაშებოდა.

-მიყვარხარ-მივბრუნდი და ჩავეხუტე.

-ნუ ტირი,დადუ…ნახე მე შენთვის რა მაქვს?-ეშმაკურად იცინოდა და დამუშტულ ხელს მაჩვენებდა.

-რაა?რა გაქვს?

-გამოიცანი…

-აუ, არ ვიცი,მითხარი რააა-სიხარულისგან აღარ ვიცოდი რა მექნა.ირაკლი იდგა და იცინოდა,მერე ხელი გაშალა და გამომიწოდა.სუნთქვა შემეკრა,ფეხები მომეკვეთა,ირაკლის ხელისგულზე ლურჯი მთვარე ედო.

-ეს მედალიონი შენია,დადუ…მინდა სამახსოვროდ გქონდეს ბიჭისგან,რომელმაც ამ მედალიონში თავის გული ჩადო.რაც არ უნდა მოხდეს,დამპირდი,რომ არასდროს არ მოიხსნი, დადუ-აღარ იღიმოდა,თვალებში რაღაც ამოუცნობი და მტკივნეული გაურკვევლობა ედგა.მისმა სიტყვებმა შემაკრთო,რა უნდა მოხდეს?მერე ის ლექსი გამახსენდა,მაშინ ჩუმად,რომ წავიკითხე:“ვიშლები…

მგონი თანდათან ვგიჟდები.

უკვე ფერფლიც კი აღარ ვარ, ნეტავ საერთოდ ვინ ვხდები?!

ვიშლები… “

საშინელების მოლოდინში გაჩენილმა უსიამოვნო გრძნობამ ფეხებიდან დამიარა,ყელში უსუსურობის გრძნობა გამეჩხირა.მერე თავი გავაქნიე,

თმები გვერდზე გადავიწიე და დაველოდე,როდის გამიკეთებდა მედალიონს.

-მადლობა-თითის წვერებზე ავიწიე და ლოყაზე ვაკოცე.

-გითხარი, მედალიონში ჩემი გული ჩავდე-მეთქი და მხოლოდ ლოყაზე მკოცნი?-ხელი გულზე მიიდო და გაკვირვებით აწია წარბები.

-გული ჩადეეე?-ახლოს მივიწიე და ხელი მკერდზე დავადე-აბა გული რატომ გიცემს?

ორივეს გაგვეცინა,მაჯაში ხელი ჩამავლო და გულზე მიმიკრა.

-ჩემს გულზე ასე ნუ ხუმრობ, დადუუ-სიტყვა მისმა ტუჩებმა ამაცალა ტუჩებიდან.

 

ირაკლი ძალიან შეიცვალა გახალისდა,უფრო გახსნილი და მხიარული გახდა.მუდამ ჩემ ირგვლივ ტრიალებდა,მუდამ იღიმოდა.მეც დავწყნარდი.რაც მთავარია,”ლომკა” არ აწუხებდა.თუ აწუხებდა,ისევ ოთახში იკეტებოდა და მანამდე ყვიროდა,სანამ არ ჩაეძინებოდა დაღლილს.ცდილობდა,ამ დროს მასთან არ ვყოფილიყავი.

ამასობაში აგვისტოც მიიწურა,მე სტუდენტი გავხდი,ახდა ჩემი ოცნება,მეც სამედიცინოზე ვისწავლიდი,მეც ირაკლისავით ექიმი გავხდებოდი.ამ ამბავმა, ჩემზე მეტად ირაკლი გაახარა.პატარა ბავშვით შემომციცინებდა თვალებში.

-ვამაყობ შენით!-მეუბნებოდა ხოლმე და გულში მიკრავდა.უბედნიერესი ვიყავი.კი არ დავდიოდი,დავფრინავდი.ყველაფერი იმდენად კარგად აეწყო ხანდახან შიში მიპყრობდა, ხო იცით ადამიანი ასეა მოწყობილი,როცა უკიდეგანოდ ბედნიერია იმის შიში იპყრობს,რომ ერთ დღესაც ეს ყოველივე გაქრება,დამთავრდება,მეც ასე შემომიტევდა ხოლმე ეს შიში,მაგრამ მალევე ვიშორებდი თავიდან.არ  მინდოდა ამ ყველაფრის გაფუჭება.

ირაკლი ყოველ საღამოს მოდიოდა  ჩემთან,მელოდებოდა როდის გამოვიდოდი სახლიდან და მერე ან თეატრში მივყავდი,ან ქალაქგარეთ.რა თქმა უნდა უნივერსიტეტის პირველ დღეს ხელჩაკიდებული მიმიყვანა აუდიტორიამდე.მახსოვს,როგორ გვიყურებდნენ სტუდენტები,გოგოები შურით გვაყოლებდნენ თვალს.თავს უხერხულად ვგრძნობდი,მის ზურგს ვეფარებოდი და გული გამალებით მიცემდა.

-მოეშვი,ნუ ხარ დაძაბული.-მამხნევებდა ირაკლი.

-თავს უხერხულად ვგრძნობ,ყველა ჩვენ გვიყურებს.

-ჩვენ კი არა,შენ-თავზე მკოცნიდა-ნუ ფიქრობ მათზე,ჩემზე იფიქრე-თუმცა რად მინდოდა ამის თქმა, ისედაც მხოლოდ ის ტრიალებდა ჩემს გულშიც და თავშიც.

 

 

13.

ნელ-ნელა შევეჩვიე ამ ყველაფერს,ირაკლის მზრუნველობასაც და ახალ გარემოსაც.მას უნივერსიტეტში ყველა სცნობდა,მის გამო მეც ყურადღების ცენტრში მოვექეცი.ვხედავდი როგორ ეამაყებოდა ჩემ გვერდით ყოფნა და ეს მაბედნიერებდა.ცხოვრება სასიამოვნო სიზმრად მექცა,ბედნიერი ვიძინებდი და ვიღვიძებდი.დღის განმავლობაში ჩვენს საქმეს ვაკეთებდით,მე უნივერსიტეტში დავდიოდი,ირაკლი კლინიკაში პრაქტიკებზე,მისი წინსვლა სიხარულით მავსებდა,საღამოს აუცილებლად მაკითხავდა და მთელი დღის ამბებს ვუყვებოდით ერთმანეთს.ძალიან შეიცვალა,გახსნილი და მომღიმარი გახდა,მახსოვს როგორი ბედნიერი იყო,როდესაც პირველ ოპერაციას დაესწრო ასისტენტის რანგში.აღფრთოვანებული მიყვებოდა და ბედნიერი ვიყავი,რომ მე ვიყავი მისი წინსვლის სტიმული.

 

-შენ რომ არა, არ ვიცი რა იქნებოდა,დადუ-მეტყოდა ხოლმე დროდადრო და თმაზე მეფერებოდა-შენ მე ცხოვრებასთან ბრძოლა მასწავლე.

 

როგორც ყოველთვის ,მის აივანზე ვისხედით,მუსიკას ვუსმენდით და სივრცეს გავყურებდით.შემოდგომა ძალაში შედიოდა,ქარიანი დღე იყო,თავი სკამის საზურგეზე მედო და მიფარებულ პლედში ვითბობდი ხელებს.წითელ-ყვითელი ფოთლებით ავსებდა ქარი ჩვენს აივანს,ხო ჩვენს აივანს,ირაკლი ასე ეძახდა.თვალები დამეხუჭა და ვცდილობდი მუსიკა ჩემში შემომეშვა.ირაკლის სიცილმა გამომაფხიზლა.

-რა გაცინებს?-მეც გამეცინა მის სიცილზე.ირაკლი ჩემკენ გადმოიხრა და თმებიდან ფოთლები მომაცილა.

-შემოდგომის დედოფალს გავხარ.

-მე შენი დედოფლობა მინდა.

-მერედა არ ხარ?-გამიღიმა და ჩემი ხელები გამოაძვრინა პლედიდან.თვალებში მიყურებდა და იღიმოდა.

-არ მიმატოვო რა-მეც არ ვიცი რატომ ვთქვი,ირაკლის ღიმილი შეეყინა სახეზე.

-არასოდეს მიგატოვებ,თუ შენ არ მოგინდა წასვლა.

-მე არასდროს მომინდება-გავუღიმე და ხელი თმაზე გადავუსვი-როგორ მიყვარს შენი თმები იცი?

-ჩემი თმაა?მხოლოდ თმაა?-წარბებს ქვეშიდან ამომხედა,გული გამიჩერდა.

-არა,აი ეგ გამოხედვა,ეგ თვალები,ღიმილი,შეკრული წარბები…

-ასე?-წარბები სასაცილოდ შეჭმუხნა,გამეცინა.

-წამო რა, სადმე გავიდეთ-ფეხზე წამოვდექი და ირაკლიც ავაყენე.

-სად?

-რა ვიცი სადმე,ჩავსხდეთ მანქანაში და წავიდეთ…წავიდეთ…არსაით…

-არსაით?..წავიდეთ-ყურის ბიბილოზე მაკოცა და თავის თითებში ახლართა ჩემი თითები.

 

მანქანასთან მისულს მკლავში წამავლო ხელი, უეცრად მაკოცა,მერე კარი გამიღო და დაჯდომის შემდეგ ღვედიც შემიკრა.გაოგნებისგან ხმა ვერ ამოვიღე,გულში ბედნიერების ზღვა ბობოქრობდა,ტალღები მკერდს ეხეთქებოდნენ.

-ესე იგი არსაით მივდივართ?

-ხო, არსაით.

-სიჩქარის ხომ არ გეშინია?-გადმომხედა და გამიღიმა.

-არა-გავუღიმე.ქალაქიდან გავედით თუ არა,ჩემი ხელი, ხელში მოიქცია.

-მზად ხარ?-მე მხოლოდ თავი დავუქნიე და თვალები დავხუჭე.მოულოდნელად ხელი დამავლო და ისე გადამიყვანა თავისთან გააზრება ვერ მოვასწარი,თვალი რომ გავახილე,ორივე ხელი საჭეზე მედო.

-რას აკეთებ?-ირაკლი ნელ-ნელა გამეცალა და გვერდითა სავარძელზე გადაჯდა.-გაგიჟდი?არ ვიცი ტარება.

-ნუ ღელავ-ერთი ხელი საჭეზე ედო და იცინოდა.

-დავიმტვრევით ირაკლი-ვიკივლე შეშინებულმა,რადგან ირაკლიმ საჭე მარტოს შემატოვა..

-მოეშვი,ნუ გეშინია, პედალს ოდნავ მიაჭირე ფეხი,მიდი, ახლა ავიღებ და შენ დააჭირე.-ინსტიქტურად გავაკეთე რაც ირაკლიმ მითხრა.დაძაბული ვიჯექი,მთელი ძალით ვიყავი საჭეზე ჩაბღაუჭებული და ირაკლის მითითებებს ვასრულებდი.

-ირაკლი,გთხოვ მეშინია…

-დადუნა,მენდე რაა,უბრალოდ გზას უყურე და ის გააკეთე რაც გითხარი.

-დავიმტვრევით.-შეშინებულმა გადავხედე ირაკლის,რომელიც არხეინად იჯდა და მიყურებდა.

-არ დავიმტვრევით,მე გენდობი,ნახე ჩემს სიცოცხლეს განდობ,ხოდა შენც მენდე.

ნელ-ნელა მოვეშვი…გავსწორდი…ირაკლიმ მუსიკას ხმა აუწია,ფანჯრის მინა ჩამოსწია და ჩემკენ შემობრუნდა.

-ქარს, შენი თმის სურნელი მოაქვს-ხმამაღლა მითხრა,რომ მუსიკის ხმა გადაეფარა,გამეღიმა.

-ახლა ოდნავ აუშვი პედალს ფეხი-ფეხი ოდნავ ავუშვი და სიჩქარეც შეანელა მანქანამ.კმაყოფილებისგან უაზროდ მეღიმებოდა.მთელი საღამო დამყავდა მანქანა,ირაკლის მითითებებს ვასრულებდი და მიხაროდა,რომ ამ სიგიჟეში ორივე ბედნიერად ვგრძნობდით თავს.ირაკლი ჩემკენ იყო შემობრუნებული,ლექსებს მიკითხავდა და მიღიმოდა,მე კი  თვალები ცრემლით მევსებოდა…დიდხანს ვიარეთ არსაით…დიდხანს იღიმოდა ირაკლი…

-დავიღალე-შეწუხებული ხმით ვუთხარი,როცა კარგად ჩამოღამდა.ირაკლი უსიტყვოდ გადმოჯდა მძღოლის ადგილას,მე კი გვერდითა სავარძელზე მოვთავსდი,თავი მინას მივადე,თვალები დავხუჭე და მედალიონს მოვკიდე ხელი.

-მიყვარხარ-თითქმის უხმოდ ამოვიჩურჩულე.ირაკლის ხმა არ ამოუღია,მხოლოდ გადმომხედა,მაგრამ მაინც ვიგრძენი რომ გაეღიმა.მერე მანქანა გააჩერა,თვალი გავახილე,ირგვლივ ბნელოდა.

-გადმოდი-ირაკლი მანქანიდან გადავიდა და მეც თან გავყევი.მანქანას იყო მიყრდნობილი,ხელები გულზე დაეკრიბა და ცას უყურებდა,მის მზერას გავაყოლე თვალი.მოწმენდილ ცაზე აქა-იქ მკრთალად ანათებდა ვარსკვლავები.სამაგიეროდ მთვარე იყო მთლიანად სავსე.

-ხედავ მთვარეს?

-ვხედავ…

-ლურჯია-გამეღიმა-ერთხელ ლურჯი მთვარის ქვეშ…

-ეს სიტყვები ადრეც გითქვამს-მის მხარს მივეკარი და გავყუჩდი.

-ეს მეცამეტე მთვარეა-ცალყბად გაეცინა და თვალები დახუჭა.-ჩვენი მთვარე…

-ჩვენი მთვარე…-გავიმეორე მეც.

-ჩვენი,ცაშიც და შენს მკერდზეც-ჩემი მედალიონისკენ გადმოიხარა და ორი თითით შეეხო,მისი თითების შეხებამ კანი დამიხორკლა,ისევ ისე ავენთე როგორც პირველად.მედალიონიდან თითები ყელისკენ ააცოცა და ყელის ქვეშ ჩაღრმავებაზე გაჩერდა.თვალებში მიყურებდა .-შენს თვალებში მე ვჩანვარ,ჩემთან?

-შენთან კი მე-ნერწყვი ძლივს გადავყლაპე.

-ახლა გაკოცებ…

-რატომ აფუჭებ სიტყვით მომენტებს?მაკოცე-ორივეს გაგვეცინა.

მაკოცა…

ჩამეხუტა…

და ჩვენ ვიდექით ლურჯი მთვარის ქვეშ…

მე და ის…

მე ჩემი თავი ვიპოვნე…

მან თავისი დაკარგული ნაწილი…

 

 

უნივერსიტეტში ვიყავი,ლექციაზე და ერთი სული მქონდა,როდის დამთავრდებოდა.ირაკლის ნახვა მეჩქრებოდა,მენატრებოდა,მინდოდა,მისი სუნთქვის შეგრძნება მსურდა.კლინიკაში მივაკითხე,არ დამხვდა.გამიკვირდა.ვურეკავდი,მაგრამ არ მპასუხობდა. შეუცნობლად შიშის გრძნობა დამეუფლა.ასე არასდროს მოქცეულა.მთელი დღით არ გადაკარგულა.აკანკალებული ფეხებით მივედი მის სახლამდე,ლიფტს არ დავლოდებივარ,ნერვიულობისგან დამძიმებული სხეული ძლივს ავიტანე მეექვსე სართულზე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე,მერე ამოვისუნთქე და კარი შევაღე.ფარდები ჩამოშვებული იყო,ბნელოდა.ხელის ცეცებით გავიარე კოლიდორი და მისაღებში გავედი.ფარდის ღრიჭოდან შემოსულ სინათლეზე კარგად გავარჩიე ადამიანის სილუეტი.დივანზე  იჯდა,ჩემგან ზურგშექცევით,რაღაცნაირად დაძაბულად.გულმა ფეთქვა ყელში გამიწყო,ფრთხილად შემოვუარე დივანს…

სისხლმა მოულოდნელად პირიქით დაიწყო მოძრაობა,თითებიდან,თმის ღერებიდან,ნერვების გავლით,აუყვა მაჯებს, მერე მკლავებს,მხრებს,ბეჭებს,გულისკენ…გული უკან ითხოვდა გაცემულს,იტუმბავდა,ისრუტავდა…

გულ-მუცელი ამემღვრა.შიგნეულობა ამეწვა,მეგონა ვიღაც სათითაოდ მაგლეჯდა ხორცებს…

მოვკვდი…

დავიშალე…

სამყარო თავზე ჩამომექცა,ყველაფერი გაუფერულდა,გაიცრიცა,გაფერმკრთალდა.ჩემი ოცნებები,ფიქრები,ერთიანად დაიწვა,განადგურდა…თითქოს ყელში ხელი წამიჭირეს,სპაზმებმა დამახრჩო…

ირაკლი,ჩემი ირაკლი,დივანზე იჯდა,მაისურის სახელო ბოლომდე აეწია,მკლავზე სალტე მოეჭირა,რომლის ერთი ბოლო კბილებით ეჭირა და თავისი ხელით,ჩემთვის ასე საყვარელი თითებით ვენაში იკეთებდა წამალს…გულის რევის შეგრძნებამ კანკალიც კი გადაფარა.ვხედავდი როგორ შედიოდა მის ორგანიზმში წამალი,ვხედავდი როგორი სიამოვნებით მიელულა თვალები ირაკლის და ვგრძნობდი,როგორ მძულდა საკუთარი თავი,რომ ასეთი ბრმა ვიყავი,მძულდა მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება,რომელიც მას მივუძღვენი,მძულდა და გულს მირევდა ჩემი სხეული,რომელმაც პირველად მისი ხელების სიმხურვალე იგრძნო…

მძულდა ის ადგილები სადაც ირაკლის თითები მეხებოდა…

ვიდექი და ვუყურებდი,როგორ დაეშვა მისი აკანკალებული ხელი დივანზე,როგორ გაუვარდა შპრიცი ხელიდან,როგორ მოეშვა მკლავზე მოჭერილი სალტე და გაუჩინარდა მანამდე ლურჯად ამომჯდარი ვენა.მისი სხეულიდან მზერა ჩემს ხელებზე გადავიტანე,მინდოდა მეც იგივე გამეკეთებინა რაც მან,მინდოდა ის ტკივილი რასაც მე ვგრძნობდი,მასაც ეგრძნო.შურისძიების წყურვილით დავბრმავდი,მძაგდა ასეთი ჩემი თავი, მაგრამ ამ გრძნობას ვერაფერს ვუხერხებდი.იმის მაგივრად რომ მეყვირა,მეჩხუბა,ისტერიკა მომეწყო და ტკივილი ცრემლებისთვის გამეტანებინა,გახევებული ვიდექი,ძირს დავარდნილ შპრიცს ვუყურებდი და ათასი აზრი მიელავდა თავში.

იმ დროს ყველაფერი მძულდა,მთელი სამყარო..

მთელი ქალაქი…

საკუთარი თავიც…

მაგრამ ირაკლი არა,ვერა…

ყველაზე მეტად მინდოდა მძულებოდა, მაგრამ არ გამომდიოდა,თითქოს ამ ამბავში ყველაზე ნაკლები დამნაშავე ის იყო…

ერთი ნაბიჯი გადავდგი მისკენ,მუხლებზე დავდექი,ირაკლი მოშვებული იწვა,სანახევროდ ძირს გადმოკიდებული სხეულით,თვალები დაეხუჭა და სახეზე უმართავი,ღიმილი დასთამაშებდა.მწარედ გამეღიმა,უფრო ზუსტად სახე დამემანჭა.ალბათ რა საოცარ და ამაღელვებელ რამეს ხედავდა,წარმოვიდგინე როგორი გრძნობა ექნებოდა მას ყალბი მირაჟიდან და მთელი ხმით მომინდა მეკივლა,მე კი მის წინ მუხლებზე ვიდექი,მისი უსიცოცხლოდ ჩამოკიდებული ხელისკენ ხელებგაშვერილი,პირს უაზროდ ვაღებდი,დაგროვილი ტკივილისგან გათავისუფლებას ვცდილობდი,მაგრამ ხრიალის მეტი არაფერი ამომდიოდა.ორივე ხელი სიმწრით მომემუშტა და მინდოდა მაჯებზე ამობურცული ვენები ფრჩხილებით სიმებივით დამეწყვიტა.

ემოციებისგან დაცარიელებული სხეული სიცივისგან მეყინებოდა,კივილის სურვილისგან ყელი გამებერა,სიმწრისგან ორივე ხელი ყელზე წავიჭირე,როგორ მინდოდა სიკვდილი…როგორ მინდოდა მეტკინა მისთვის…

უგრძნობი, გაყინული თითები შპრიცისკენ გავაცოცე,ხელში ავიღე და მაღლა ავწიე,მხოლოდ ორი გრამი აკლდა…ცრემლებმა თვალები დამიბინდა,მაგრამ ვერ შევძელი მეტირა,როგორ მსურდა მაშინ ცრემლებში ჩავმხრჩალიყავი,როგორ მინდოდა მათი სიმლაშე შემეგრძნო მაგრამ არა..ვერა…მერე უბრალოდ მოვმუშტე მარცხენა ხელი და ყველაზე ლურჯ,ყველაზე ამობურცულ ვენას შევახე ნემსი.თვალები დავხუჭე,არ შემეძლო ამის ყურება,საერთოდ მეკიდა იმ წამს მედიცინა და ის ფაქტი,რომ ამით დაავადების აკიდება შემეძლო,მეტი რა დაავადება შეიძლებოდა დამმართოდა.ჩხვლეტისგან მიღებულმა ტკივილმა,გონებაზე მომიყვანა…

შეშინებულმა დავიკივლე,შპრიცი მოვისროლე,ვენაზე ხელმიჭერილი იატაკზე მოვიკუნტე…

ირაკლიმ თვალები გაახილა,უაზროდ აატრიალა და გამიღიმა,რამდენიმე წამს ასე საწყლად მიღიმოდა,მერე წამოჯდომა სცადა,მაგრამ არ გამოუვიდა,იატაკზე ჩამოსრიალდა, ჩემს ფეხებთან გულაღმა გაწვა და თავი გვერდზე გააბრუნა…არ დამენახვა როგორ ტიროდა…ტიროდა,ვიგრძენი,მე ხომ ვიცოდი,რომ ტიროდა.

როგორ მტკიოდა…როგორ მინდოდა…

მაინც ვერ ვიტირე…

ვიწექი გამოფხეკილი,ყოველგვარი შეგრძნებისგან,ფიქრისგან დაცლილი…ერთი ხელი მეც მასავით მუცელზე მედო და ვგრძნობდი სხეულში ადუღებული სისხლის მიმოქცევას…

მერე?მერე უბრალოდ წამოვდექი,ძლივს-ძლიობით წამოვკრიბე ჩემი გაფანტული გრძნობები მისი იატაკიდან,ერთხელ კიდევ შევავლე თვალი ჩემს უკვე დაკარგულ სიყვარულს,მერე მწარე გაღიმებით დავემშვიდობე სახლს,რომელთანაც სასიამოვნო და ტკივილიანი მოგონებები მაკავშირებდა და გამოვედი.

-მაპატიე…-კართან მდგარს მომწვდა მისი ჩურჩულით ნათქვამი და შემეშინდა,რომ მართლაც ვაპატიებდი,შემეშინდა,რომ კვლავ დავბრუნდებოდი და გიჟივით გამოვვარდი გარეთ.

კიდევ დიდხანს მივრბოდი…არსაით…

 

ვიწექი საწოლზე გულაღმა და ჭერს მივშტერებოდი,გვერდით ტელეფონი მედო…რა უთავმოყვარეო ვიყავი,მაინც მინდოდა,რომ დაერეკა,თუმცა ვიცოდი რომ არ დარეკავდა…

არც მე ვუპასუხებდი…

არც დაურეკავს…

 

სამი დღე ოთახიდან არ გავსულვარ,საოცარია,მაგრამ დედაჩემს არ დაუძალებია არაფერი,ჩუმად შემოდიოდა ლანგრით საჭმელს მიტოვებდა საწოლთან და მანამდე შემოტანილი,პირდაუკარებელი უკან მიჰქონდა…მადლობელი ვიყავი მისი, რომ არ მაწუხებდა ზედმეტი კითხვებით,მაგრამ რა ვიცოდი რატომ…

 

იმ დღეს თავს ძალა დავატანე,მასზე ფიქრები,მისი სახე გულის კუთხეში მივყუჟე და დასუსტებული სხეული ძლივს გავიტანე მისაღებში.დედაჩემი სამზარეულოში ჭურჭელს რეცხავდა,მე დივანზე ჩამოვჯექი,ფეხები მოვიკეცე და თავი მუხლებს ჩამოვადე.ჩართულ ტელევიზორს უაზროდ მივშტერებოდი და აზრი ვერ გამომქონდა.მერე თითქოს რაღაც აფეთქდა,ყურები ამიგუგუნა,ოთახი ამოტრიალდა,ირგვლივ ყველაფერი გაშავდა…

საინფორმაციოს წამყვანი იუწყებოდა,რომ “ახალგაზრდა პოეტს,ირაკლი ჯაფარიძეს,რომელმაც ოთხი დღის წინ გალაკტიონის ხიდზე,სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა,დღეს,ორ საათზე კუკიის სასაფლაოზე დაკრძალავენ”…

ტკივილმა გულზე მომიჭირა,თვალები გამიშტერდა,თავში ყველაფერი ამერია..შემეშინდა…თავს უაზროდ ვიქნევდი,ვკანკალებდი,ხელებს პირში ვიტენიდი,კბილებს ვუჭერდი,მინდოდა ტკივილს გამოვეფხიზლებინე,მეგონა სიზმარში ვიყავი…

არა, ეს არ შეიძლებოდა სიმართლე ყოფილიყო,ირაკლი ამას არ იზავდა,არა,გამორიცხულია…

მაგრამ ეს სიმართლე იყო,ამას მატყობინებდა იმ წამს გახსნილი ფეისბუქის გვერდი…ყველგან მისი ფოტო,ვიდეო და ლექსი იდო…გაოგნებისგან არეული,უაზროდ ვხსნიდი და ვნახულობდი დადებულ ინფორმაციას…სუნთქვა მეკვროდა,ერთიანად ვცახცახებდი,მაგრამ ჯიუტად არ მჯეროდა,არა არ მჯეროდა…

ვიღაცა ბოროტად ხუმრობდა,ყველა იტყუებოდა…ჩემი ირაკლი არ შეიძლებოდა მომკვდარიყო…ის თავს არ მოიკლავდა…

ვტიროდი? არა, არ ვტიროდი…ვიცინოდი,თანაც უბრალოდ კი არა, მთელი ხმით ვხარხარებდი…

ირაკლი ასე ვერ მომექცეოდა,ის არ დამტოვებდა,ამას არ იზავდა,აკი ამბობდა არასოდეს მიგატოვებო,შენ თუ არ წახვალო,მე კი წავედი და აი,მანაც მიმატოვა,აი ასე უბრალოდ…

ირონიული არა?წასვლაც მისებური გამოუვიდა…

სხვანაირად ვერც წავიდოდა…

ხარხარისგან ძალაგამოცლილი,იატაკზე მოვიკუნტე…

მაინც ვერ ვიტირე…

ირაკლის არ უყვარდა ჩემი ტირილი,ცრემლი ჯებირს ვერაფრით გადმოსცდა…

მე ის მივატოვე,მეგონა ამით მასზე შურს ვიძიებდი,მეგონა ვატკენდი,არ მინდოდა ბოლომდე დამეკარგა თავმოყვარეობა,სიამაყემ მძლია,ვერ გავუძელი…ხომ მეუბნებოდა,ერთხელაც დაიღლები და თავად წახვალო,ხოდა მართლაც დავიღალე და წამოვედი…დავტოვე,მაგრამ გავიმარჯვე კი?რაში მარგია სიამაყე და სიყვარულზე გაცვლილი თავმოყვარეობა?

დავსაჯეე?არა!თავი დავისაჯე!

მის საფლავზე არ მივსულვარ…არ მინდა…ირაკლის არ მოეწონებოდა,იქ რომ მენახა…-ხელის ზურგით ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლები მოიწმინდა,მერე თვალები დახუჭა და გაახილა-“ჩემი არაფერი დაგრჩა

ჩემი უჩემობის გარდა”-ო…ნეტავ იცოდეს…ნეტავ…-ჩუმად ჩაილაპარაკა ათრთოლებული ხმით და ბედნიერმა გადმოგვხედა…

 

27.03.2016წ.

10373729_1683351538570440_2158207037131430017_n

ლურჯი მთვარე 10-11 თავი

10

12745672_1538283346471030_2994004837342957892_n

თმაზე მეფერებოდა, თითებით მივარცხნიდა თმებს და დროდადრო საფეთქელზე მკოცნიდა.ემოციებისგან და მომხდარისგან დაღლილს, ძილი მომერია.

-მეძინება,ირაკლი…დავრჩები აქ რაა-არაფერი უთქვამს,მხოლოდ ჩაიცინა და ზეწარი კარგად გადამაფარა.

თვალებში მონათებულმა მზის სხივმა გამომაფხიზლა,თვალის გახელისთანავე გამახსენდა მომხდარი და დაბნეულმა წამოვწიე თავი.ირაკლი მაგიდასთან იჯდა და წერდა.გამეღიმა. ჩუმად ვადევნებდი თვალს მისი ხელის მოძრაობას,მის შეკრულ წარბებს,საფეთქელზე მფეთქავ ძარღვს და დაჭიმულ ხელებს.ზეწარი მკერდზე ავიფარე და ზურგით საწოლის თავს მივეყრდენი,გვერდულად გამომხედა,გაეღიმა,შემრცხვა.გავწითლდი.

-დილა მშვიდობისა, დადუ.

-დილა მშვიდობისა,ირაკლი-უხერხულობისგან თმების წვალება დავიწყე.ირაკლიმ თავი ანება წერას,კალამი მიაგდო და ჩემკენ წამოვიდა.საწოლზე ჩამომიჯდა და ზეწარიდან გამოყოფილ შიშველ ტერფზე ჩამომისვა ხელი.გამაჟრჟოლა,ცხელმა ტალღამ ტერფიდან დამიარა და მთელს სხეულში ნერვებად გაიფანტა,შევკრთი,უარესად ავილეწე,გავწითლდი.

-როგორ ხარ?-მზრუნველი,თბილი ხმით მკითხა და უფრო ახლოს მოიწია.

-კარგად-ჩავიჩურჩულე და გამამხნევებლად გავუღიმე.

-ცუდად მოგექეცი,მაგრამ არ მინდა ნანობდე-ჩემი ხელები თავისაში მოიქცია და თვალებში ჩამხედა.-არაკაცივით ვერ მოვიქცევი და ვერ გეტყვი შეცდომა იყომეთქი,რადგან ასე არაა,უბრალოდ არ მინდოდა შენთვის ტკივილის მოყენება.მინდოდა პირველად რომანტიკულად მომხდარიყო…მე არ გიშვებ ჩემგან,როგორც ამას აქამდე გეუბნებოდი,თუ შენ არ გინდა წასვლა.-თვალები გამიფართოვდა,გამიკვირდა.როგორ ველოდი ამ ყველაფრისთვის კიდევ ერთი სიტყვა,”მიყვარხარ” დაემატებინა ,მაგრამ ამაზე კვლავ დუმდა.

-ეს მეც მინდოდა ირაკლი,ასე რომ ამაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ შენ არ გეკისრება-გავუღიმე და თმა ყურს უკან გადავიწიე-მე არაფერს ვნანობ.-ჩამეხუტა თავი ჩემს ყელში ჩარგო და მაკოცა.

-ისევ ცის სუნი გაქვს,ისევ ლურჯი ხარ-ბუტბუტებდა და მკოცნიდა.-ჩემი გოგო,ჩემი ლამაზი-განაგრძობდა ჩემს თმებში ლაპარაკს და დროდადრო აკანკალებდა.სურვილი უვლიდა,წამლის სურვილი.ფრთხილად გავითავისუფლე თავი მისი ხელებისგან,მისი სახე ხელებში მოვიქციე და თვალებში ჩავხედე.ისევ ღამესავით შავი და ღრმა თვალებით მიმზერდა,ისევ ტკივილი ედგა თვალებში.ყბები ძლიერად დაეჭირა ერთმანეთისთვის,რომ კანკალი შეეწყვიტა.

-ისევ ცუდად ხარ?

-არა კარგად ვარ,გამივლის-გამიღიმა და ჩემი ხელები,ხელებში მოიქცია, ტუჩებთან მიიტანა და ამობრუნებულ ხელისგულზე მაკოცა.ფრთხილად,ნაზად,მაგრამ ვნებით მკოცნიდა.თვალები დავხუჭე,თავი ბალიშზე მივდე.ხელები ზეწარზე დამალაგებინა,თითები გამაშლევინა და ხელის გულზე წრეების ხაზვას შეუდგა.უღონოდ ვამოძრავებდი თითებს,თან მინდოდა მაგრად შემეკრა მუშტი,რომ არ შემხებოდა,თან შეხების სურვილით ვკვდებოდი.

-დადუუ,არ დამტოვო რაა-ირაკლი საწოლზე დაწვა,თავი კალთაში ჩამიდო და ხელის გულები დამიკოცნა.თვალი გავახილე,ზემოდან დავყურებდი ოთხად მოკეცილ ირაკლის,რომელიც კანკალს ძლივს იკავებდა და შიშმა შემიპყრო,ვიცოდი ასე ადვილი არ იქნებოდა სურვილთან შებრძოლება,განკურნება,მაგრამ მეშინოდა,რომ საკმარისი ძალა არ აღმომაჩნდებოდა მისთვის წინააღმდეგობის გაწევის.თითები შავ,აჩეჩილ თმებში შევუცურე და მივეფერე,ფრთხილად,აუჩქარებლად ვეფერებოდი და ვცდილობდი მისი ყურადღება მიმეპყრო.

-შენთან ვარ,არსად მივდივარ…

-მითხარი სიყვარულის მართლა არ გეშინია?

-არ მეშინია!

-მე კი მეშინია დადუ-ნაღვლიანი თვალებით ამომხედა,აკანკალებული ქვედა ტუჩი კბილებში მოიქცია და თვალები დახუჭა.-გახსოვს რა მითხარი იმ საღამოს?გეშინია რომ შენამდე ვერ მოვა,ან მოვა და ვერ შეინარჩუნებო,მართალი იყავი…მეშინია…

-შენ ძლიერი ხარ ირაკლი,ყველაფერი გამოგივა,ხომ გჯერა არა ჩემი?

-შენ გჯერა ჩემი?გჯერა რომ შევძლებ?გჯერა,რომ გულს არ გატკენ?

-მჯერა,ჩვენ ერთად შევძლებთ!

-არ მინდა იმედები გაგიცრუო დადუნა,ამას სიკვდილი მირჩევნია-კანკალმა უმატა,სახე ოფლით დაეცვარა,ერთიანად გაფითრდა,მაგრამ მაინც ჯიუტად არ ახელდა თვალებს.ხმა არ ამომიღია,ჩუმად ვეფერებოდი თმებზე,ისევ კანკალებდა,მერე ნელ-ნელა ჩაცძრა,ბოლოს კი სუნთქვაც დაუწყნარდა.ფრთხილად წამოვდექი საწოლიდან,ყველაფერი მტკიოდა.ზეწარშემოხვეული აბაზანაში გავედი და სუნთქვა შემიჩერდა, როცა სარკეში ჩემს დალურჯებულ სხეულს შევხედე.მხოლოდ ახლა გამახსენდა,წუხანდელი ტკივილი და ცრემლები მომაწვა.ყელზე აშკარად მეტყობოდა მისი ხელების კვალი.”ახლა რა ვქნა?რით დავმალო”ვფიქრობდი და მეშინოდა დედას ასე არ ვენახე.

აბაზანიდან გამოსულმა ჩემი ტანსაცმელი მოვიძიე,ნახევრად დახეული კაბა ჩავიცვი,მერე ირაკლის პერანგი შემოვიცვი და ოთახიდან გამოვედი.სახლი დალაგებული დამხვდა,ყველაფერი მოეწესრიგებინა ირაკლის.ისევ ოთახში შევბრუნდი,საწოლთან მივედი,მშვიდად ეძინა,თუმცა სახეზე მაინც გაფითრებული იყო.ფრთხილად ვაკოცე და გამოვბრუნდი.მაგიდასთან ჩავლილს ისევ ის ფურცლები მომხვდა თვალში,ირაკლის გავხედე,ეძინა.ინტერესმა მძლია და ავიღე ხელში.როგორც ველოდი ლექსი იყო.თვალები გამიბრწყინდა: “ვიშლები…

მგონი თანდათან ვგიჟდები.

უკვე ფერფლიც კი აღარ ვარ, ნეტავ საერთოდ ვინ ვხდები?!

ვიშლები…

გზას ღრუბელ – ღრუბელ მივყვები,

და ამ უაზრო ფიქრებით, ჭკუაზე ვეღარ ვიქნები.

ვიშლები…

მორჩა, მე აღარ ვიბნევი.

მაგრამ ეს ბნელი ქუჩები, გაურკვეველი სიზმრები.

ვიშლები…

ხიდის კიდეზე ვირხევი.

მზის ჩამავალი სხივები, უკიდეგანო ნისლები.

ვიშლები”

 

გამცრა,ვერ მივხვდი რისი თქმა უნდოდა ირაკლის,რატომ დაწერა ეს ლექსი, თანაც იმ ღამის შემდეგ.აფორიაქებულმა,ლექსის ქვეშ ორი სიტყვა მივუწერე და წამოვედი.

 

 

სახლის კართან ვიდექი და მეშინოდა შესვლის,იმედი მქონდა ჩუმად შევიპარებოდი და დედა ასეთ მდგომარეობაში ვერ მნახავდა.გასაღები ფრთხილად გადავატრიალე,გავაღე და ქურდულად შევიპარე სახლში,ის იყო ოთახისკენ უნდა წავსულიყავი,დედა წინ,რომ გადამიდგა,რაღაცის სათქმელად პირი გააღო,მაგრამ მოულოდნელად შეშინებულმა აიფარა პირზე ორივე ხელი,მისი კივილი ხელებში ჩაიკარგა.მთლიანად მოვიშალე,ავკანკალდი,დედა ტიროდა და შეშინებული მათვალიერებდა,არაფერი მითქვამს,ოთახში შევედი და კარი გადავკეტე,მესმოდა როგორ ტიროდა მოგუდული ხმით დედაჩემი და ჩემი თავი მეზიზღებოდა.ხან ბალიში დავიფარე თავზე,ხან ყურებზე ავიფარე ხელი,მაგრამ ეს ხმა ვერ გავაქრე ჩემი ყურებიდან.ის ემოცია რაც დაგროვილი მქონდა ერთიანად გამოვუშვი ცრემლებად.

საღამოს ირაკლის დავურეკე,მაგრამ არ მიპასუხა.ასე განმეორდა რამდენჯერმე,შემეშინდა,იმის გაფიქრებაც არ მინდოდა,რომ ირაკლი ისევ გაიკეთებდა.სასწრაფოდ წამოვდექი და გარეთ გავედი.დედა სამზარეულოში იჯდა,ყავას სვამდა და ფანჯარაში ერთ წერტილს მიშტერებოდა.მის დანახვაზე წამით შევჩერდი,მინდოდა რაღაც მეთქვა,მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე,ღრმად ამოვისუნთქე და კარის გაღებას შევეცადე.გასაღები ვერაფრით მოვარგე.რამდენჯერმე დავეჯაჯგურე კარს,მაგრამ ამაოდ.ბოლოს სასოწარკვეთილი ავეკარი ზურგით კარს და დაბლა ჩავსრიალდი.დედამ საკეტი გამოცვალა.თავი ხელებში ჩავრგე,სიმწრისგან არ ვიცოდი რა მექნა.

-არ მოგცემ უფლებას თავი დაიღუპო-სამზარეულოდან მომესმა დედას ხმა.

 

მთელი ოთხი დღე ვიყავი სახლში გამომწყვდეული,ამაოდ ვეხვეწებოდი დედას გავეშვი,მას არაფრის გაგონება არ უნდოდა.ვცადე რამდენჯერმე გასაღების მოძებნა,თუმცა ამაოდ,ვერსად მივაგენი,სახლიდან არც თვითონნ გადიოდა და არც მე მიშვებდა.მხოლოდ ტელეფონით ვახერხებდი ირაკლის მოკითხვას.ძალიან უჭირდა თავის შეკავება და მთხოვდა დავხმარებოდი,მაგრამ მე მხოლოდ ლაპარაკს ვახერხებდი.

 

-დადუნააა,-ერთ ღამეს ყვირილი შემომესმა ეზოდან,დაფეთებული გადოვხტი საწოლიდან და ფანჯარას მივვარდი.ირაკლი იყო,ეზოში იდგა და მიყურებდა.ლამის ადგილზე ჩავიკეცე.ტელეფონი ავიღე და დავურეკე.-ჩამოდი რა დადუ,გთხოოვ.

-არ შემიძლია, ირაკლი.

-მჭირდები დადუ,გთხოვ-იმეორებდა და ვხედავდი როგორ დააბიჯებდა ეზოში ნერვიულად,თმას იჩეჩავდა და ქვებს ურტყავდა ფეხს.

-გაუძელი გთხოვ,მე შენთან ვარ,მიდი ჩამოჯექი მანდ და მისმინე…იკა,მე ყოველთვის შენთან ვიქნები,უბრალოდ ახლა ვერა,შენ უნდა შესძლო…დამპირდი რომ შეძლებ.

-არ შემიძლია,სურვილი ჩემზე ძლიერია,ვიშლები,მგონია,რომ მალე მტვრად ვიქცევი,ფერფლად და ქარი გამფანტავს…მეშინია…

-ირაკლი,გთხოვ…დამშვიდდი,მენდე,წადი და დაიძინე,სცადე,გამოგივა მჯერა…ტელეფონი არ გათიშო,გელაპარაკები და არ მოგცემ უფლებას დანებდე…

 

12004905_814442878679074_5333744290452145781_n11

  • ლომკის”ის შეტევა,ერთად გადავიტანეთ ლაპარაკით,როგორც მას სტკიოდა და კანკალებდა,ისე მეც მტკოდა.მეც მასავით მეფხანებოდა სხეული და მეც კანში ვირჭობდი ფრჩხილებს.მთელი გზა გაუჩერებლად ველაპარაკებოდი,ათას სასიყვარულო სიტყვას ვეუბნებოდი,ვთხოვდი,გაეხსენებინა თავისი ბავშვობა,რა ახსოვდა ადრეული წლებიდან,რა უყვარდა,რა მოსწონდა,რა შეიცვალა ახლა.ირაკლი გაჭირვებით,ძლივს შენარჩუნებული ნერვებით იხსენებდა ბავშვობას.მაშინ,როცა ის სახლში,საწოლში დავიგულე,დამშვიდებული და ჩაძინებული,სახლიდან გაღწევის გზის ძებნა დავიწყე. უნდა მეჩქარა,თორემ ვიცოდი ყოველთვის ვერ გაუძლებდა ირაკლი. დედაჩემის მეთვალყურეობას ვერ გავექცეოდი და ამიტომ ღამით საკეტი გავაფუჭე,ისე მოვშალე,რომ მთლიანად თუ არ გამოცვლიდნენ კარს, საკეტს ვერ დაკეტავდნენ.დილით ადრიანად ავდექი და მასთან წავედი.კარი ღია დამხვდა,ცუდის მოლოდინში ფეხები ამიკანკალდა.კედელს მივეყრდენი თვალები დავხუჭე,ჩემი თავი შევამზადე,იმისთვის რაც იქ დამხვდებოდა,მერე ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე.მისაღებში არ დამხვდა,ოთახისკენ წავედი,ღია კარიდან კარგად ვხედავდი მუცელზე მწოლ ირაკლის,შვებით ამოვისუნთქე,თითქოს ტვირთი მოეხსნა.კაიფში არ იყო,ამ დროს ზურგზე იწვა და ჭერს უყურებდახოლმე.გამოვბრუნდი,დივანზე ჩამოვჯექი,პატარა მაგიდას გადავხედე,ერთი ღერი სიგარეტი ეგდო,ავიღე,მოვუკიდე და ნაფაზის დასარტყმელად მოვემზადე,ჯერ ფეხები შემოვაწყვე მაგიდაზე,მერე თავი გადავწიე საზურგეზე და სიგარეტი პირში ჩავიდე,კვამლმა ლამის დამახრჩო,ხველა ამიტყდა.
  • -მასე არა,ფილტვებში უნდა გაუშვა-შეშინებული წამოვხტი ირაკლის ხმაზე და სიგარეტი ზურგს უკან დავმალე,გაღებულ კართან იდგა,ფეხშიშველი,მხოლოდ შარვალი ეცვა და ცალი ხელით კარის ჩარჩოს ეყრდნობოდა.მერე ჩემკენ წამოვიდა, ზურგზე მომიარა,სიგარეტი ჩამომართვა და ნაფაზი დაარტყა.გამეცინა.
  • -მასწავლიი?-ახლოს მივედი,მხარზე ჩამოვადე თავი და წელზე შემოვეხვიე.
  • -ყავა გამიკეთე რააა-გამიღიმა და აივანზე გავიდა.მეც ღიმილით გავაყოლე თვალი და სამზარეულოში გავედი,ყავა გავამზადე,მაგრამ შაქარი ვერ ვნახე.
  • -უშაქროა,არ გქონია შაქარი-ყავა რკინის მოაჯირზე შემოვდე და ისევ ირაკლის შემოვეხვიე,ამჯერად უკნიდან.სიგარეტის ნამწვი პირდაპირ ეზოში გადააგდო და ჩემკენ შემობრუნდა.ორივე ხელი კისერში შემიცურა და ტუჩებში მაკოცა,სიგარეტის და კიდევ რაღაც ტკბილის ჩემო ჰქონდა,თვალები დავხუჭე,მივყევი.მომშორდა,მერე ისევ მსუბუქად მაკოცა და ყავა მოსვა.

-გატკბილდა-ცალყბად გაეცინა.

ირაკლის სიმშვიდემ მხოლოდ ორ დღეს გასტანა.საღამო იყო,ოთახში ვიჯექი და ქულების დადების მოლოდინში ინტერნეტში ძრომიალით გამყავდა დრო.ტელეფონი აწკრიალდა,ირაკლის სურათმა ეკრანზე,გული გამიჩერა.

 

-იკა

-დად…ვკვდები…-ღრიალებდა.

-ნუ გეშინია,დაწყნარდი, ახლავე,მოვდივარ -ტელეფონი გავთიშე და გარდერობიდან ორი კაბა,მაისურები და შარვალი ჩამოვიღე,აბაზანიდან ჩემი პირადი ჰიგიენის ნივთები გამოვიტანე და ხაკისფერ ზურგჩანთაში დაუდევრად ჩავყარე.

-სად მიდიხარ?-აკანკალებული ხმით დამადგა დედაჩემი თავზე.შევცბი,მერე შევბრჟნდი,ორივე ხელი მკლავზე მოვკიდე,საწოლზე ძალით ჩამოვსვი და მის წინ ჩამოვჯექი.

-დედა,უნდა წავიდე,მასთან გადავდივარ-დავიწყე გაბედულად-არაფერი მითხრა გთხოოვ…გეფიცები სრულიად ვიაზრებ რას ვაკეთებ…გთხოვ,ნუ შემიშლი ხელს.

-გადადიხარ?რას აკეთებ ხვდებიი?რატომ იღუპავ თავს?-უკვე ტიროდა,ორივე ხელი დავუჭირე,თვალებში ჩავხედე,მიჭირდა მისთ ის თვალის გასწორება,მაგრამ ისე არასდროს არაფერი მდომებია,როგორც მაშინ ირაკლისთან გადასვლა.

-დე,გთხოვ,ნუ მიწყენ.გამიგე…ამას მაინც გავაკეთებ,მიყვარს…ვერ მივატოვებ, დე…-ნერვიულობისგან მეც ვტიროდი,ერთიანად ვკანკალებდი.დედას არაფერი უთქვამს,ხელები მშვიდად გაინთავისუფლა ჩემი ხელებისგან,თვალები შეიმშრალა და უთქმელად გავიდა ოთახიდან.გაოგნებულმა გავაყოლე თვალი,მერე ჩანთას ხელი დავავლე და გარეთ გავედი.

 

-აქ ვარ,შენთან ვარ-დაფეთებული შევვარდი სახლში და ჩავეხუტე.ხელები ისეთი ძალით შემომხვია,მუცელი მეტკინა.თავი მხარზე დამადო და ორ წუთში მხრის ძვალს ჩაეჭიდა კბილებით,მე კვნესა,მას კი ღმუილი აღმოხდა.ტკივილისგან გული გამეგლიჯა,ვგრძნობდი გონებას დავკარგავდი და ხელი მთელი ძალით ვკარი.ჩაწითლებული თვალებით შემომხედა,გალურჯებული ტუჩები მაგრად მოკუმა და მინის მაგიდას ამოარტყა ფეხი.ყვიროდა,იგინებოდა ლეწავდა და ქშინავდა.უბრალოდ გავერიდე,აივანზე გავედი და ნაკბენი ადგილი ხელით მოვისინჯე.თითები წითლად შემეღება,ამეწვა.ცრემლები წამომივიდა,არ მიტირია უბრალოდ ცრემლი წამომივიდა,სრულიად უგრძნობად,უმტკივნეულოდ.ხელის ზურგი გავისვი თვალებზე და ცრემლი მოვიწმინდე.სპირტის სუნმა,ჯერ ცხვირის წვერი ამიწვა,მერე ნაკბენი.უსიტყვოდ მომიწმინდა,მერე ბინტი დამადო და პლასტირი დამაკრა.

ჩემ უკან იდგა,მის ცხელ სუნთქვას ხერხემალზე ვგრძნობდი და მალები მწკრივიდან ამოხტომას ლამობდნენ.ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე და მკერდზე ზურგით მივეკარი.მისი ხელები მუცელზე შემოვიხვიე და თავი მივადე.მისი მთავარი არტერია ჩემს ყურთან ფეთქავდა.

-შენ ჰაერი ხარ,ჰაერი და მიწა…უშენოდ ვერ ვსუნთქავ,უშენოდ მიწაც მეცლება ფეხქვეშ.შენ როცა ჩემთან ხარ მყარად ვდგავარ ფეხზე,შენს გარეშე მგონია მიწისძვრაა,ვირყევი,ყველაფერი ბრუნავს,იშლება…

-მოვედი,შენთან ვრჩები-მისთვის არ შემიხედა ს ისე ვუთხარი.

-სუულ?-დაიძაბა,ხელი შემიშვა და განზე გადგა.-რატომ?

-გჭირდები-ნერვიულად ჩაიცინა.

-მჭირდები…-ზურგი შემაქცია,ოთახში საწოლზე დაწვა,ხელები მუცელზე დაილაგა და ჭერს მიაშტერდა.ვუყურებდი და ვხვდებოდი ჩემგან რამდენად შორს იყო,რაც უფრო ვიწევდი მისკენ,მით უფრო ვშორდებოდი.თითქოს გამირბოდა.ეშინოდა,თავს მარიდებდა. გული მეტკინა,არ შევიმჩნიე,უბრალოდ სივრცეს გავუღიმე, მუსიკა ჩავრთე.ერთხანს ვიდექი ღია კართან,სუსტი ნიავის სასიამოვნო ქროლვას ვუშვერდი სახეს და ტანზე ეკლები მაყრიდა.უარესად გავხდი,როცა მუსიკა შეიცვალა და soap and skin-spiracles დაიწყო.ვიდექი მოფრიალე ფარდასთან და მის ჩრდილქვეშ წოლიარე ირაკლის ვაკვირდებოდი.დავინახე,როგორ გამოიწოდა ხელი ჩემკენ,მაგრამ არ გამოუხედავს,გული ამიჩქარდა,ხელი მისკენ გავიშვირე და გვერდით მივუწექი,ირაკლის თავი ჩემკენ მოებრუნებინა და თვალებში მიყურებდა,მეც მასავით მუცელზე დავილაგე ხელები.ვიწექით ასე ჩაბნელებულ ოთახში,რომელსაც აივნიდან შემოსული ლამპიონის შუქი ანათევდა,ვიწექით მუსიკით,სუნთქვით და ერთმანეთით სავსე ოთახში,სადაც ის იყო ირაკლი და მე არ ვიცოდი ვინ ვიყავი.მხოლოდ მას ვხედავდი,მას ვგრძნობდი და ის მინდოდა.მის შავ თვალებში ჯერ ირონია გაკრთა,შემდეგ ინტერესი,ვნება,სურვილი,ყველაფრის გამანადგურებელი სურვილი.ჩემკენ გადმოიწია,თვალები თვალებთან ისე ახლოს მომიტანა,შეუძლებელია იყო მეყურებინა,მეტკინა,დავხუჭე.მისმა ხელმა ჩემი თმა ხელში მოიგროვა,ოდნავ დამქაჩა.არ მტკენია,არც შევმკრთალვარ,არც თვალი გამიხელია,გავიგე, როგორ გაეცინა, თმა სახეზე ისე დამაფარა თვალი,რომ გავახილე სიბნელე იყო.

“ბედნიერება გაზიარებით”-ახალგაზრდა მწერლის პირველი წიგნის პრეზენტაცია

12670655_956032384515105_3513020546915449503_n

გუშინ,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკითხველთა კლუბში,მე და ჩემს მეგობრებს გვქონდა,ჩვენი მეგობრის,ამერიკაში მოღვაწე, ახალგაზრდა მწერლის,კეკე კუჭავას პირველი წიგნის პრეზენტაცია.”ბედნიერება გაზიარებით” კეკემ თავის გარდაცვლილი მეგობრის ხსოვნას მიუძღვნა.

ვინაიდან,წიგნის რედაქტორი მე ვარ, პრეზენტაციის ერთ-ერთი ორგანიზატორიც მე ვიყავი.შეხვედრამ მწერლის მკითხველთან და უნივერსიტეტის სტუდენტებთან ამაღელვებელ გარემოში ჩაიარა.წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად მიუსაფარ ბავშვთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.

 

„რაოდენ დიდი ბედნიერებაა, როცა შეგიძია სხვა გააბედნიერო.

სხვას გაუზიარო ბედნიერება…

სხვა აზიარო ბედნიერებას“…

წიგნი არ გახლავთ მხოლოდ სასიყვარულო ხასიათის ნაწარმოები,მასში მრავალმხრივი,ძალზედ საინტერესო ფაქტები და ცნობებია მოყვანილი.”სიკეთე არა მხოლოდ თანდაყოლილი,არამედ სწავლებადიცაა” – ამბობს ავტორი.სიკეთისა და ბედნიერების გაზიარება,აი,მთავარი გზავნილი წიგნისა,რომელიც ნამდვილად მივა მკითხველის გულამდე.
 12987174_239695779715833_3897596651452075130_n

ლურჯი მთვარე 9 თავი

12928145_988294627918553_47509245410294594_n

ერთი წუთითაც კი არ მიფიქრია კარის დაკეტვა,შემეშინდა რომ ოთახში მარტო მყოფი საკუთარ თავს რამეს ავნებდა.ძალიან მიჭირდა მისი ტკივილის ატანა.კართან ვიდექი და ემოციებისგან გადაღლილს ცრემლიც აღარ ჩამომდიოდა.ტკივილი,ბოღმა და უუნარობის შეგრძნება ძვალსა და რბილში მივლიდა.ბოლოს გამოვბრუნდი,სამზარეულოში გავედი,მაგარი ყავა გავაკეთე და მასთან დავბრუნდი.ოთახიდან ირაკლის ჩახლეჩილი ხმა ისმოდა,რაღაცას ყვიროდა.კარი ფრთხილად შევაღე,ფანჯარასთან იდგა,შუბლი მინისთვის მიედო,ღრმად სუნთქავდა,უფრო ქშინავდა.საწოლიდან ქვეშაგები დაბლა მოესროლა,ოთახში ქაოსი იყო.ფინჯანი რაფაზე დავუდგი და გამობრუნებას ვაპირებდი ხელი,რომ აჰკრა ფინჯანს და ცხელი სითხე მკლავზე გადამესხა.ტკივილისგან ხმამაღლა დავიკივლე,ავტირდი. შეშინებულმა მკლავში ხელი ჩამავლო და სამზარეულოში გამიყვანა,ისე მტკიოდა ლამის გული წამსვლოდა,ფეხები აღარ მემორჩილებოდა.ირაკლი დამნაშავის თვალებით მიყურებდა,საშინლად დაღლილი და გამოფიტული იყო,მაგრამ ჩემმა ტკივილმა თითქოს გონს მოიყვანა.სულს მიბერავდა,მამხნევებდა,ბოდიშს მიხდიდა და თავის თავს ლანძღავდა.ტკივილი სულ დამავიწჯდა,როცა მისი ცვლილების და შიშის მიზეზს მივხვდი,ჩემზე ნერვიულობდა.დამწვრობის მალამო თავისი ხელით წამისვა და ხელიც შემიხვია.

-მაპატიე – ჩემს გვერდით იჯდა და შეხვეულ ხელს დაჰყურებდა – ხო,ხედავ რა ცხოველი ვარ…ახლა დარწმუნდი,რომ შენთვის ბევრი რამის დაშავება შემიძლია?

-არც კი ცდილობ რომ ამ ცხოველს შეეწინააღმდეგო ირაკლი,მე ვიბრძვი შენს გამო,შენ კი საკუთარი თავის გამოც არ შეგიძლია ბრძოლა.-მისთვის აღარც შემიხედავს,ისე წამოვდექი და კარისკენ წავედი,ის იყო გასვლას ვაპირებდი კიდევ რაღაცის მსხვრევის ხმა შემომესმა,გულმა არ მომითმინა,ისევ გადავაბიჯე საკუთარ თავმოყვარეობას და მასთან დავბრუნდი.ქარბორბალასავით ტრიალებდა ოთახში,ყველაფერს ლეწავდა,იატაკზე ისროდა,კბილებს ახრჭიალებდა.მოულოდნელად ჩემს თვალებს გადააწყდა,ჩამუქებული ღამესავით შავი თვალები,მე რომ ასე მატყვევებდა და მოსვენებას მიკარგავდა,გასწითლებოდა,ჩემკენ წამოვიდა,არ გავნძრეულვარ.

-ესე იგი შენ ჩემს გამო იბრძვიი?- საშინელი,ცინიკური ხმა ამოუშვა ყელიდან და ორივე ხელით მეცა.გამეტებით,მთელი უხეშობით მკოცნიდა,უტიფრად,საზიზღრად მიფათურებდა ხელებს.მაშიშვლებდა,ვგრძნობდი როგორი ჟინით ცდილობდა რამე დაეშავებინა,ტკივილი მოეყენებინა ჩემთვის,ცდილობდა გავენადგურებინე,მამცირებდა,ისე როგორც ქუჩის ქალს,თავისი სიძლიერის დამტკიცებას ცდილობდა.მე არ ვეწინააღმდეგებოდი,არაფერს ვაკეთებდი,ის კი ისე მტკენდა,ისე მაწვალებდა…ხელი მკრა,საწოლზე დავეცი,მაგრამ არ შემშინებია,წამოწევა ვცადე,მაგრამ ვერ შევძელი…ირაკლი ზემოდან მომექცა,ორივე ხელი გამიკავა და თვალებში ჩამაშტერდა.

-ესე იგი არ გეშინია ჩემთან ყოფნის არა?-ახლა ირაკლი კი არა, საშინელი მონსტრი მიყურებდა,რომელიც ასე მოქცევით ცდილობდა საკუთარ სიტყვებში დავერწმუნებინე.ხელი გავითავისუფლე,წელზე შევეხე,ვიგრძენი როგორ დაუმშვიდდა აკანკალებული სხეული,მერე მეორე ხელიც გამოვაძვრინე მისი თითებიდან და ახლა უკვე ორივე ხელით შევეხე,გატყდა,მოეშვა,თუმცა მაინც ზემოდან დამცქეროდა. იდაყვებს დავეყრდენი და წელი წამოვწიე,თავი ახლოს მივუტანე,სახეზე ვგრძნობდი მის აჩქარებულ სუნთქვას.თვალებში ვუყურებდი,მინდოდა მისი ყურადღება მიმეპყრო,ძალიან ნაზად,ფრთხილად შევეხე ტუჩებზე,ვაკოცე,პირველად ჩემი ინიციატივით,ამყვა,ხელები წელში შემიცურა.თითქოს ჩვენში აფეთქება მოხდა,ვერ ვხვდებოდი რას ვაკეთებდი,არამარტო ირაკლი მეც ვერ ვაკონტროლებდი საკუთარ სურვილებს.ირაკლი არ ყოფილა ნაზი,არც მე მდომია სინაზე.ის სურვილს იკმაყოფილებდა,მე ვეხმარებოდი,თუმცა არა,ეს მეც მინდოდა,საშინლად მინდოდა,ვერ ვიტყვი,რომ მე მისი მსხვერპლი ვიყავი,პირიქით თავად ვუწევდი მის საქციელს პროვოცირებას. არეულ ოთახში,არეული,ვნებამორეული ხმები ისმოდა.მტკიოდა?იმდენად რამდენადაც სიამოვნებას შეუძლია ტკივილის მოყენება.ჩემი სხეული ბრძოლის ველს დაემსგავსა,ნატკენი ხელებით,დალურჯებული ადგილებით,ცრემლებით,უკიდეგანო ვნებით,მოცახცახე თითებით.ყველაზე არანორმალური,მტკივნეული,მაზოხისტურად სასიამოვნო გრძნობით.ჩვენ არ ვეკუთვნოდით საკუთარ თავს, ჩვენ სურვილების მონად ვიქეცით,სურვილმა გაგვაერთიანა,გაგვამთლიანა,მე მისი-ის ჩემი,გახელებამდე,გაგიჟებამდე მისული აღტკინებული სხეულები.

ირაკლის ძლიერი ხელები ყელზე შემომეჭდო,მიჭერდა დახრჩობამდე,მეშინოდა,მაგრამ უარესად ვხელდებოდი,ის მე მიჭერდა,მე მას,ჩემში შემოსულს. ჩვენს სხეულებს არცერთი წუთით არ შეუწყვიტავთ ერთმანეთის დამორჩილება,ეს არ ყოფილა ნორმალური,ეს არ ყოფილა ის რაზეც ვოცნებობდი, ამაზე არ ოცნებობენ შეყვარებული გოგოები.შეუძლებელია ვინმეს უნდოდეს ასეთი პირველი სექსი.შეუძლებელია ასეთ დროს ვინმემ ამდენად იგრძნოს ერთიანობის არსი,წყურვილი, ვნება,სხეულის ენა.შეუძლებელია ასე გაანადგურო,გაქელო,დაამცირო და ამავდროულად სიამოვნების ჭაობში ჩაახრჩო.ატკინო,ასიამოვნო,ბედნიერიც გახადო და უბედურიც,მოკლა და მკვრეთით აღადგინო,დასცე და აღამაღლო,გიყვარდეს და გძულდეს,ტკენდე და თავად ურჩენდე იარებს,ატირო მიღებული სიამოვნებისგან და ტკივილისგან.

აი,რა გააკეთა ირაკლიმ.აი,რა შეუძლია ადამიანს,როდესაც სურს. მერე იყო დამშვიდებული,ნდომადაკმაყოფილებული, ერთმანეთზე მისვენებული,გაოფლილი,ძალაგამოცლილი სხეული,ჩამცხრალი ვნებები,ნაზი კოცნა,მისი ხელი ჩემს მუცელზე,ჩემი თავი მის მკერდზე.

-ღამემ უსაშველოდ შავმა,

დილის სურნელოვან თმებში,

ძალა იხმარა და აჰყვა,

ამ დღეს მეწამული ფერი…

შენ,თუ გგონია რომ წავალ,

ალბათ არ გცნობივარ კარგად,

სხეულს შეუძლია მოგცეს,

მაგრამ სულაც არ მსურს დაცდა.

დილის სურნელივით სპეტაკს,

შეგრჩა მხოლოდ ჩემი სუნთქვა,

მარტო მაგ თვალებით მიცქერ

”სულ რომ არ მალავენ სევდას.”

როცა ადგები და წახვალ,

სურვილს განასხვავებ გრძნობით,

ღამეს დაივიწყებ,რადგან

არ მსურს მეტი მოგცე გული.