ახალი წლის სურნელი,უემოციო აწმყო და მოგონებები წარსულ ახალ წლებზე

დეკემბრის მიწურულს,როდესაც სუსხიც იმატებს და საახალწლო მორთულობებიც ქალაქში,წესით როგორც ყველას,მეც საახალწლო განწყობა უნდა დამეუფლოს,მაგრამ ნურას უკაცრავად,არა და არ მოდის ის განუმეორებელი შეგრძნებები,გულის ფანცქალით რომ ველოდი ახალი წლის მოსვლას,არარსებული თოვლის ბაბუის(ბეებიის,დედის,ან ბიძის) მიერ ბალიშის ქვეშ დატოვებულ კამფეტებს და შოკოლადებს,არც ის სურნელი,ნაცნობი საახალწლო სურნელი,გაჟღენთილი ასაფეთქებლებით,ნაირნაირი  ხილისა და სოფლის ნობათით გაჯერებული სურნელი აღარ მომდის ქუჩაში გამოსულს…537177_582517281774077_1191779353_n

არ ვიცი ასე მე შევიცვალე თუ ახალი წელი გახდა სხვანაირი,არ ვიცი სხვებიც ასე ფიქრობენ თუ მარტო მე,მაგრამ ის ვიცი რომ ის დღეები აღარ განმეორდება,როცა ყველა ერთად ვხვდებოდით ახალ წელს,ბებიასთან სოფელში,ტყის პირას544971_584747161551089_361484561_n,გარშემო თოვლით დაფარულ სახლში,ყველას ერთად გვეძინა ბავშვებს,იატაკზე დაგებულ ლოგინებზე,დილით საბნიდან რომ ცხვირს გამოვყოფდით და ფანჯრისაკენ ვაპარებდით თვალს რამხელა თოვლი იდო,შეგვეძლო თუ არა გუნდაობა,542738_555642541128218_2135623541_nარ მავიწყდება ის სურნელი ახალი ანთებული ღუმელი რომ გამოსცემდა,არც შეშის ტკაცუნი,არც მურაბიანი ჩაი,არც ღიმილიანი ბებია და პაპა,არც კარალიოკის ჩირი,არც ბალიშის ქვეშიდან,გადაჭყლეტილი სასუსნავების გამოღება,ჩვენ თოვლის ბაბუის დატოვებული რომ გვეგონა……..215654_584190118273460_1802311752_n

მახსოვს ერთხელ ხმაურზე გამეღვიძა და ერთი თვალი გავახილე ძილს ვერ წავართვი თავი,სწორედ მაშინ დავინახე ის, ვითომ თოვლის ბაბუა,რომელიც თავქეშ საჩუქრებს გვიტოვებდა თურმე ბიძაჩემი იყო,ძალიან კი ცდილობდა ფრთხილად ყოფილიყო,მაგრამ მე ყველაზე უფროსს მაინც ვერ მომატყუეს და მეც, გაგვიძებულ ბავშვებს საზეიმოდ ვამცნე რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს და რომ ბავშვებივით გვატყუებდნენ(ვითომ არც ვიყავით ბავშვები 🙂 )….

რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ,ახლა ყველას ჩვენი ცხოვრება გვაქვს,ბებიასთან ახალ წელს ვერც ერთი ვერ ვხვდებით,მე და ნაზის ოჯახი გვყავს,შვილებიი…აი სწორედ მათ გამო 25 დეკემბრრის ღამეს მეც ამოვიღე შარშანდელი ნაძვის ხე,სათამაშოებით მოვრთე,ელენე და თენგულა გარშემო დახტუნაობდნენ,იცინოდნენ და მაცინებდნენ.თენგულამ საახალწლო ლექსებიც თქვა,ელენემ ნაძვის ხე  დაითრია და წვიმები თავზე შემოიხვია,ფანჯრის მინაზე და კარზე თოვლის ბაბუაც გავაკარით,რომელზეც მთელი ღამე ინერვიულა თენგულამ არავინ მოგვპაროსო…222349_569708083054997_725418282_nვიხალისეთ, მეც გავერთე მათთან ერთად და თითქოს ამ სიხალისესთან ერთად ახალი წლის სურნელიც შევიგრძენი,ამის მერე მივხვდი რომ საახალწლო განწყობა საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებულმა დრომ უნდა მოიტანოს,მათთან ერთად გიჟობამ და საკუთარი თავის იმაში დარწმუნებამ რომ თოვლის ბაბუა არსებობს…

ამ ახალ წელს მე ჩავეხუტები ჩემს პატარებს და ვუსურვებ რომ ეს სურნელი არასდროს არ დაავიწყდეთ… 🙂

დატოვე კომენტარი