შუქნიშანი

ოთხშაბათია, სამსახურში მაგვიანდება, ბავშვები უკვე მისულები იქნებიან სკოლაში და უყურადღებოდ დარჩებიან, ალბათ როგორ ცელქობენ, რამეს იტკენენ, იხმაურებენ… ამ ფიქრებით გამოვვარდი მეტროდან და გადასასვლელთან მივირბინე თუ არა, ჩაქრა ჩემი ფეხითმოსიარულეთა მწვანე კაცუნა და აინთო წითელი. მანქანებს ჯერ არ დაუწყიათ მოძრაობა, მაგრამ მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ და არასდროს გადავდივარ წითელზე… მაგრამ მაგვიანდება…
ხომ არის ის ერთი, გარდამავალი წამი, რომელიც ცხოვრებას ცვლის?! ხოდა ეგ წამია. გადავდგი ნაბიჯი და მაშინვე ვინანე:

– წამოდი, გადავიდეთ, – უკანიდან ჩემი მოსწავლის ხმა მომესმა, ვიცანი, თითოეულის ხმას ვცნობ.

– არ შეიძლება, წითელი ანთია!

– აბა, მასწავლებელი რომ გადადის?!
მინდა გავქრე, მინდა რამდენიმე წამით დრო უკან დაბრუნდეს, ან საათით – ადრე დავიძინებდი, ადრე გავიღვიძებდი, მაგრამ არც ვქრები და არც დრო ბრუნდება უკან. ფეხებიც აღარ მემორჩილება. ერთი წამი და მე როგორც მასწავლებელი, როგორც ბავშვისთვის მისაბაძი ქცევის მოდელი გავქრი.
რა ვქნა ახლა?!
მივდივარ და ვფიქრობ, უკან არ ვიხედები, მეშინია, მცხვენია… ათასი საშინელი განცდა მეუფლება. რამხელა პასუხისმგებლობა მაკისრია, ყველგან და ყოველთვის უნდა დავფიქრდე სანამ რამეს გავაკეთებ, ვიტყვი…
ვერ მოვისვენე…
კიბეებზე განგებ შევჩერდი, დაველოდე და ვუთხარი რომ არასწორად მოვიქეცი, მართალი იყო შენი ძმა, არ შეიძლება წითელზე გადასვლა და მე მოძრაობის წესები დავარღვიე. ცუდი საქციელია, არ გაიმეორო, რადგან ამას სავალალო შედეგი მოჰყვება.
მომისმინა, გამიღიმა და ჩამეხუტა:

– კარგით, მასწავლებელო!
სიმძიმე მომეხსნა, სინდისი დამიმშვიდდა, მხრებშიც გავიშალე.

შეცდომების აღიარება კარგია, ესეც გაკვეთილია, ესეც უნდა ვასწავლოთ.

პ.ს. ეს პოსტი ჯერ ჩემს ფეისბუქგვერდზე გამოვაქვეყნე, შემდეგ დირექტორმა ჩემი სკოლის ფეისბუქგვერდზე დადო და იყოს აქაც.

ავტორი: თამთა დემეტრაშვილი

1 წელიიიიიიიიი

ჯერ მხოლოდ ფეხის ადგმის პროცესში ვართ…ვფიქრობ რამდენადმე დავიხვეწეთ მეც და ჩემი ბლოგიც,თუმცა სრულყოფილებამდე კიდევ შორია!

დღიურებმა დამღალესთქო და,ჩანახატებშიც აღარ ეტეოდა ჩემი ამბიცია,ასე გადავწყვიტე შემექმნა ბლოგი…გაჭირვებით დაიბადა,ასე ალბათ თენგულას დაბადებაზე ვიწვალე…პირველად არ ვიცოდი რა მექნა,საიდან დამეწყო და რა დამეწერა…რთულია სხვებისთვის წერა….ისეთი ვერ ხარ როგორიც სინამდვილეში…არავინ თქვას საკუთარ ბლოგზე იმას ვწერ რაც მომინდებაო,რაღაცეებს მაინც უწევ ანგარიშს,განსაკუთრებით ხალხს,ვინც თვალს გადევნებს…ასე იყო თუ ისე,მაინც დაიბადაჩემი ბლოგი და სახელიც  ჩემს “მესთან” შესისხლხორცებული დავარქვი….სახელს ცალკე ისტორია აქვს და პირველ პოსტში ამაზე ვისაუბრე….შევაბიჯე ახალ სამყაროში და ვფიქრობ რომ ლამაზი,რთული და ტკბილად მოსაგონებელი 1 წელი გავატარეთ ერთად…….სამწუხაროდ ზაფხულის დღეებიდან ბლოგზე არც ერთი ემოცია არ გადმომიტანია,მაგრამ ამისთვისაც მოვიცლი…ასე რომ გვადევნეთ თვალი…..

მოგვილოცეთ,გაგვახარებთ….

ბლიცი საკუთარ თავთან

რას იხსენებ ყველაზე ხშირად საკუთარი ბავშვობიდან?

მე-ვიხსენებ ყველაფერს,რაც რაღაცეების,ან ვიღაცეების გამო დამამახსოვრდა.რაც მტკივა და რაც მენატრება,მაგრამ ბევრი რამის გახსენება არ მსიამოვნებს.

როგორ გახდი ისეთი დღეს რომ ხარ?

მე-ჯერ კიდევ არ ვარ ისეთი როგორიც მინდოდა ბავშვობაში რომ ვყოფილიყავი,თუმცა ახლა როგორიც ვარ,ამისათვის დიდი წვალება დამჭირდა.

კმაყოფილი ხარ საკუთარი თავით?

მე-არა, არასდროს არ ვარ კმაყოფილი ჩემი თავით,თუმცა ხანდახან ასეთი რამაც ყოფილა,რამე გამიკეთებია და ამით კმაყოფილი ვყოფილვარ.

რას შეცვლიდი საკუთარ ცხოვრებაში?

მე-გარდა იმისა, რომ სამსახური მინდა,სხვას არაფერს.

რას ვერ პატიობ ადამიანებს?

მე- ყველაფრის პატიება შემიძლია,მაგრამ აი საყვარელმა ადამიანმა რომ მიღალატოს,ნამდვილად არ ვიცი ვაპატიებ,თუ არა.

რაზე ტირი?

მე-ყველაფერზე წიგნზე,ფილმზე,სიუჟეტზე თუ ისინი სევდიანია,ვტირი თუ ვნახე ავადმყოფი ბავშვები,ვტრი თუ მწყინს,თუ მტკივა,როგორც სულიერად,ისე ფიზიკური ტკივილისას.ვტირი ხანდახან ზედმეტი ბედნიერებისა და ემოციებისგან,ბევრი სიყვარულისგანაც მიტირია.მაშინაც როცა ვიიცლები ემოციებისგან  🙂

ისეთი რამ რაც გაგიკეთებია და ნანობ…

მე-ვნანობ ბევრ რამეს, ბავშვობიდანაც და შემდეგშიც რაც გამიკეთებია.

რომ შეგეძლოს წარსულში დაბრუნება რომელ მომენტში დაბრუნდებოდი?

მე-დავბრუნდებოდი 2008 წლის 25 იანვრის დღეს,რუსთაველის მეტროსთან და იმ ადამიანს ვისთანაც მაშინ ვიყავი,ისეთ რამეს ვეტყოდი რისი თქმაც მაშინ ვერ შევძელი,და ყველაფერს ისე გავაკეთებდი,რომ არ ჩემი ცხოვრებიდან ასე არ გავაქრობდი.

რითი ამაყობ?

მე-ჩემი ოჯახით,შვილებით,და ყველაზე უფრო დედაჩემით..ჩემთვის ნამდვილად საამაყო და მისაბაძია.

სიგიჟე რომელიც ჩაგიდენია ეს იყო..

მე-ეს იყო შეყვარებულობის დროს,რის გამოც ძალიან დიდხანს ვწუხდი,თუმცა ახლა რომ ვიხსენებ ვფიქრობ რომ სწორად მოვიქეცი.

როგორ ფიქრობ როგორი ხარ სხვების თვალში?

მე-ალბათ ძალიან ემოციური,მოლაპარაკე,ძალიან გახსნილი…არ ვიცი ალბათ აუტანელი.

რისი გეშინია?

მე-ბავშვობაში სიკვდილის მეშინოდა,ახლა იმის მეშინია,რომ ჩემს შვილებს არაფერი დაემართოთ,მათი მომავალი ცხოვრებისაც მეშინია,აი ყველაზე მეტად კიდევ იცი რისი მეშინია?ღალატის,თან ძაან…ზუსტად ვიცი რომ მთელი ჩემი ცხოვრება თავზე დამენგრევა.(ღმერთმა დამიფაროს )

გიფიქრია ღალატზე?

მე-კი მიფიქრია,მიფიქრია რას ვიზავ,ან როგორ გავაგრძელებ შემდგომ ცხოვრებას…მე რომ მეღალატოს იმაზეც მიფიქრია,ამით იმის თქმა კი არ მინდა რომ ქმარს ვღალატობ,იმაზე ვფიქრობ რამ შეიძლება მაიძულოს ამის გაკეთება.

რას ნანობ?რისი გრცხვენია?

მე-როდესაც მეორე შვილზე დავრჩი ფეხმძიმედ,ვსწავლობდი,თან უფროსი შვილიც პატარა მყავდა და ვფიქრობდი რომ ამდენ რამეს ერთდროულად ვერ გავუმკლავდებოდი,ამიტომ თავიდან აბორტზეც ვიფიქრე…დღეს ამის ძალიან მცხვენია,როდესაც ახლა ელენიტას ვუყურებთ,უფალს მადლობას ვწირავთ,ეს რომ არ ჩავიდინეთ.მახსოვს ვერც მე და ვერც ჩემი მეუღლე ვერ ვიღებდით გადაწყვეტილებას,ორივეს გვინდოდა შვილი,მაგრამ ყოფითი პრობლემების გამო უკან ვიხევდით,ის ღამე ახლაც ცხადად მახსოვს,როგორ ვტიროდით ორივე,მან მითხრა რომ გამეჩინა,მე გადავბრუნდი,ის ჩამეხუტა..დილით ვთქვი რომ მე მას აუცილებლად მოვავლენდი ამ ქვეყნად…დღესაც ხშირად ვიგონებთ ამ ამბავს და გვცხვენია ჩვენი შვილის,ღმერთის და ბედნიერები ვართ,რომ ეს ყველაზე დიდი შეცდომა არ ჩავიდინეთ.

რა შეგიძლია დათმო წარმატებისათვის?

მე-არ ვიცი,მაგრამ ის ვიცი,ჩემს ოჯახს და შვილებს არავის და არაფრის გულისთვის არ დავთმობ.

რას ვერ შეძლებ?

მე-ყველაფერს შევძლებ თუ საჭირო გახდა ჩემი შვილებისათვის.

როგორ ხედავ მომავალში საკუთარ თავს?

მე-ვხედავ საკმაოდ ლამაზ,მოვლილ,წარმატებულ,ბედნიერ ქალს საყვარელ საქმეში და საყვარელი ადამიანებით გარშემორტყმულს.

ახლა შენს ბავშვობის გოგონას რომ შეხვდე…

მე-სიმაყით ჩავხედადი თვალებში და ვეტყოდი რომ კიდევ ბევრი დამრჩა გასაკეთებელი.

სიცოცხლის ბოლო დღე რომ გქონდეს..

მე-მოვივლიდი ყველა ჩემს საყვარელ ადამიანს,ყველას მოვეფერებოდი,ყველას პატიებას ვთხოვდი,შემდეგ ჩემს მეუღლესთან და შვილებთან დავჯდებოდი ჩვენს საყვარელ კაფეში, შევჭამდი ჩემს საყვარელ ნაყინს,ვიცინებდი და ვიხალისებდი მათთან ერთად,ბევრს ვაკოცებდი.შემდეგ განვმარტოვდებოდი ჩემს სიყვარულთან,თვალებში ჩავხედავდი და ვეტყოდი,ბედნიერი ვარ იმით რაც იყო…..

 

 

ჩემი საყვარელი ფილმები <3

დავიწყოთ იქიდან რომ ვგიჟდები მელოდრამებზე,კომედიებზე და საერთოდ რომანტიკული ჟანრის ფილმებზე,რასაც ჩემს სხვა პოსტშიც გავუსვი ხაზი.ამ პოსტში კი მინდა ჩემს საყვარელ ფილმებზე ვისაუბრო და საერთოდ გაგაცნოთ ჩემი საყვარელი ფილმების 20–ეული,არ იფიქროთ რომ რიგითობას მათ მიმართ ჩემი სიყვარულის მიხედვით ვადგენ ,არც ერთი მათგანი არაა 1 ადგლიზე,მაგრამ ამავე დროს ყველა 1ზეა.ვერ მიხვდით?არა უშავს. 🙂


1.”შემოდგომა ნიუ–იორკში”–რიჩარდ გირი და ვაინონა რაიდერი

საშინლად მომწონს ეს ფილმი,მომწონს კი არა და მიყვარს,აი ვიჟდები,რიჩარდი ჩემი აზრით ყველაზე დავეწილი და ძალიან სიმპატიური მამაკაცია,აი ვაინონა კი ჩემთვის პატარა საყვარელი გოგონაა,ერთადერთია ვისზეც მოკლედ შეჭრილი თმა მომწონს.მისი თვალებიიიი,ამაზე მეტს არ გავაგრძლებ,უბრალოდ ულამაზესია.

ეს ფილმი ჯერ კიდევ პატარა გოგონამ ვნახე და ჩემზე იმხელა ზეგავლენა იქონია,რომ შემიძლია დაუსრულებლად ვუყურო და ყველა ჯერზე ერთი და იგივე განცდა დამეუფლოს,ყოველ ჯერზე ცრემლებად ვიღვრები და ვბრაზობ რეჟისორზე ასე რომ დაამთვარა ეს ფილმი.
2.”საუზმე ტიფანისთან”–ოდრი ჰეპბერნი

ოდრი არის ჩემთვის სილამაზის და ქალურობის ეტალონი,არანაირი მერლინი და არანაირი სოფი ლორენი,მე ოდრიზე ვგიჟდები,ეს ფილმიც მომწონს, თუმცა წიგნს ვერ შეედრება.

3.”სახლი ტბაზე”–სანდრა ბალოკი და კიანუ რივზი

მიუხედავად იმისა, რომ არ ვთვლი სანდრა ბალოკს ლამაზ ქალად,ვფიქრობ რომ უნიჭიერესი მსახიობია,ისევე როგორც რივზი.ეს ფილმი კი ჩემთვის მყუდრო ნავსაყუდელია.ისინი ერთმანეთს წერილების საშუალებით ეკონტაქტებიან,ამაში რა უნდა იყოს საოცარი,ასე ასიათასობით ადამიანი იქცევა,მაგრამ ისინი ერთ სახლში ცხოვრობენ,ერთ საწოლში წვანან მაგრამ ერთმანეთს წლები აშორებთ,სიყვარული და მოლოდინი მათ ბოლოს და ბოლოს ერთმანეთს ახვედრებს,ყველაფერი რომ გაიგო და ჩემი არეული ნაწერიდნა რამე აზრი გამოიტანო, აუცილებელია ფილმი ნახო ჩემო მკითხველო.არ ინანებ დამიჯერე 🙂
4.”ყოველთვის მხოლოდ შენ”

ერთადერთი კორეული ფილმი რომელიც მომეწონა,სამწუხაროდ ქართული თარგმანი ვერ ვნახე და საზიზღარ რუსულ თარგმანს ვუყურე.

5.”ბოთლით გაგზავნილი წერილები”–კევინ კოსტნერი

კევინ კოსტნერი,რობინ ვიან პერი და პოლ ნიუმენი,აი თუნდაც მარტო ამიტომ ღირს უყურო ფილმს,რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ მელოდრამების მოყვარულო კინომანებო.
6.ცხოვრება ისეთი როგორიცაა სინამდვილეში 

კეთრინ ჰეიგელი და ჯოშ დუამელი,ამ მსახიობებზე და საერთოდ ამ ფილმზე უკვე ვისაუბრე ერთ–ერთ პოსტში,მაგრამ მაინც გავიმეორებ,მიიიყვარს ❤ როგორც კეთრინი ისე ეს ფილმი.

7.ნოთინგ ჰილი–ჯულია რობერტსი და ჰიუ გრანტი

Notting Hill / ნოტინგ ჰილი (ქართულად) (HD-DVDRip/1999)

რა არის სათქმელი,ისედაც ყველამ იცის რომ მაგარი ფილმია,უმაგრესი ❤

8.”თქვენთან წერილია” _ ტომ ჰენკსი, მეგ რაიანი

 

უნდა ვთქვა რომ მეგის ყველა ფილმი მიყვარს,ასევე ძლიან მომწონს მისი ვარცხნილობაც.შემიძლია, ყოველდღე ვნახო და ისევ რაღაც ახალი აღმოვაჩინო, ამიტომაც არ მბეზრდება არასდროს ამ ფილმის ნახვა….

9.”ყოფილი საყვარლების სულები”–მეთიუ მაკკონახი და ჯენიფერ გარნერი

ორი შესანიშნავი მსახიობის უმაგრესი ტანდემი,უბრალოდ უნდა ნახო და ისიამოვნო.

10.”ფრანგული კოცნა” _ მეგ რაიანი, კევინ ქლაინი

ხომ ვთქვი მეგი მიყვარსთქო,აი ფაქტიც….

11.”წერილები ჯულიეტას”–ამანდა სეიფრიდი,ვანესა რედგრეივი

ამანდა მომწონს ძალიან ახალი თაობის მსახიობებიდან ერთ–ერთი უნიჭიერესი და ულამაზესია,ფილმიც სასიამოვნო საყურებელია,ულამაზესი იტალიისა და ვერონას ფონით.

12.”ინტუიცია” _ ჯონ კიუსაკი, ქეით ბეკინსეილი

მიუხედავად იმისა რომ ჯონ ჰიუკასი საერთოდ არ მომწონს ვფიქრობ რომ ამ ფილმში შესანიშნავი იყო,აი ქეითი შეუდარებელია,როგორც ყოველთვის,იგი ჩემი ფავორიტი მსახიობია.

13.”უბის წიგნაკი (დღიური)” _ ნიკ კასავეთისი, რაიან გოსლინგი, ჯინა როულენდსი, სემ შეპარდი

აქ სიტყვები ზედმეტია,ყველა დროის საუკეთესო ფილმად შეიძლება ჩაითვალოს.თუმცა ეს მსახიობი ქალი მე არ მომწონს,(ეს უბრალოდ ჩეემი სუბიექტური აზრია)მაინც ვთვლი რომ ნიჭიერია და ფილმშიც კარგად ითამაშა.

14.“ტოსკანის მზის ქვეშ” 

ტოსკანა,გულღია იტალიელები,სიყვარული,სიყვარული სიყვარული,როგორ შეიძლება არ მოგეწონოს ?

15.“მხოლოდ სულელები ჩქარობენ” _ სელმა ჰაიეკი, მეთიუ პერი 

 

ერთი გიჟური ღამე და ამერიკელი მამაკაცი და მექსიკელი გოგონა სამუდამოდ დაუკავშირდნენ ერთმანეთს,რით?ბავშვით რომელიც იმ ღამეს ჩაისახა,ახლა ისინი ცდილობენ შექმნან ოჯახი, რომ მათი შვილი სრულფასოვან ოჯახურ გარემოში გაიზარდოს..სელმა ❤

16.”მზის ამოსვლამდე” _ ეთან ჰოუკი, ჟული დელპი

ახალგაზდა ამერიკელი ჯესი მატარებელში გაიცნობს ლამაზ ფრანგ ქალს სახელად სელინი. ისინი მალევე იპოვიან უამრავ საერთო სალაპარაკო თემებს, და ჯესი დაარწმუნებს სელინს მასთან ერთად ვენაში ჩამოსვლას, საღამოს და ღამის ერთად გასატარებლად, რადგან დილით ის სახლში – შტატებში უნდა დაბრუნდეს.ამ ღამით საოცრება მოხდება, მამაკაცსა და ქალს შორის სიყვარული დაიბადება… ისეთი ძლიერი, რომ ყველაფერი დანარჩენი მნიშვნელობას კარგავს…

და ამ ფილმის გაგრძელება

“მზის ჩასვლამდე”

ცხრა წლის მერე მათ კვლავ მოუწევთ ერთმანეთის ნახვა! ახლა მათ მხოლოდ რამოდენიმე საათი აქვთ პარიზში დაისზე… ამ საათების განმავლობაში აუცილებელია გადაწყვიტონ – როგორი იქნება მათი ხვალ…

უმაგრესი ფილმებია.

17.”როგორ მოვიშოროთ მამაკაცი 10 დღეში” _ მეთიუ მაკკონაჰი, ქეით ჰადსონი

კინოს ისტორიაში 10 ყველაზე ლამაზ კაბას შორის არის დასახელებული ეს კაბა,რომელიც კეითს აცვია ამ უმაგრეს კომედიაში. ქეითი ჩემი საყვარელი მსახიობია.რა უნდა ვთქვა მეტი?არაფერი ყველაფერს ფილმი გეტყვით…

18.“მუსიკა და ლირიკა”–დრიუ ბერიმორი და ჰიუ გრანტი

დრიუ ჩემი აზრით არც სექსუალურია და არც ულამაზესი მაგრამ მაინც მომწონს,მუდამ დაბნეული ჰიუ კი უბრალოდ შესანიშნავია…

 

19.”ტკბილი ნოემბერი”–შარლიზ ტერონი და კიანუ რივზი

 

 
ულამაზეს სარას თუკი გაუმართლებს , ნელსონი მისი მორიგი გამარჯვება გახდება ადამიანთა ბედისწერის გამოსწორების სიაში. ყოველ თვე მას ახალი პაციენტი ყავს, რომელსაც დახმარება ესაჭიროება. არანაირი ვალდებულებები. არანაირი დაძალება. არანაირი დამოკიდებულება და არანაირი სიყვარული…თუმცაააა….
20.ესე იგი ომია –რიზ უიზერსპუნი

This Means War / ესე იგი ომია (ქართულად)

ორ საიდუმლო აგენტს, რომლებიც ასევე საუკეთეს მეგობრებია არიან, ერთი და იგივე ქალი უყვარდებათ… დათმობაზე წასვლა არცერთ მათგან არ სურს… გიჟური,ლამაზი და სახალისო ფილმია.ვგიჟდები რიზზე ❤

პ.ს. ამჯერად სულ ეს იყო.ეს მცირე ნაწილია იმ ფილმებისა რაც მიყვარს და მეორე ნაწილსაც აუცილებლად შემოგთავაზებთ.თუ სურვილი გაგიჩნდებათ თქვენც დაწერეთ თქვენი საყვარელი ფილმები.

 

მოგონებების სასაფლაო

ახლა რომ ვიხსენებ ბავშვობას,ბევრი რამ კარგად მახსოვს,ბევრი რამ ბუნდოვნად,ზოგს სულ ვერ ვიხსენებ,თუმცა ჩემს მიერ სამყაროს აღქმა ალბათ მაინც 2წლის ასაკიდან დაიწყო,უფრო ზუსტად 2წლის და 9თვის ასაკიდან. ეს ყველაფერი ჩემი დის მოვლენას ეხება ამ ქვეყანაზე…

 მახსოვს დედა სამშობიაროში რომ წაიყვანეს მე პაპასთან დამტოვეს მარტო სახლში.მერე ისიც ცოტახანს

 უნდა გასულიყო სადღაც და თავის დას ჩააბარა ჩემი თავი,რომელიც იქვე მეზობლად ცხოვრობდა…

მე სულელს მეგონა რომ ყველამ მიმატოვა,იქიდან ტირილით გამოვიქეცი და სახლში ჩემი საწოლის ქვეშ დავიმალე…

დიდხანს ძებნის შემდეგ მომაგნეს, მაგრამ ვერაფრით გამომიყვანეს საწოლის ქვეშიდან,მახსოვს პაპა როგორ მეხვეწებოდა გამოვსულიყავი,

                                                 მერე როცა დედა სამშობიაროდან მოიყვანეს პატარა ვარდისფერ გოჭთან ერთად გაბუტულმა ზურგი ვაქციე და პაპას                ჩავეხუტე,დიდხანს არ ვურიგდებოდი.მე არ მახსოვს მაგრამ როგორც მეუბნებიან,ჩემი და ფეხებით დამიჭერია და გარეთ გამიყვანია, ალბათ მინდოდა გადამეგდო 🙂 

მერე კიდევ მახსოვს დედა ნინის რომ აძინებდა მე მინდოდა რაც შეიძლება მალე დაეძინებინა და სულ ვიძახდი დედა უკვე 2 საათია დააძინეთქო ბავშვი,ვიცოდი რო 2 საათზე აძინებდა,კიდევ მახსოვს ყურებზე და ცხვირზე შპილკებს ვიკეთებდი.

ერთხელ შუადღით რომ დამეძინა მესიზმრა თითქოს კართან დაბალი, წვერებიანი, ცალთვალა, ბოროტი კაცი იდგა და მიყურებდა,შეშნებული იმდენ ხანს ვყვიროდი მეზობლებმაც კი გაიგეს.

5 წლის რომ ვიყავი დედამ  “შვლის ნუკრის ნაამბობი ” წამიკითხა და იმდენი ვიტირე სანამ ბებია არ გაუბრაზდა დედას ცოდოა ბავშვი ამ ასაკში ასეთი ტიპის ნაწარმოებებს რომ უკითხავო,მე კიდევ მთელი თვე უდედოდ დარჩენილ ნუკრზე ვდარდობდი…

საერთოდ ძალიან განსხვავებული და სევდიანი ბავშვი ვიყავი,ჩემი გამოგონილი სამყარო მქონდა სადაც უფრო კარგად ვგრძნობდი თავს , ვიდრე რეალურ სამყაროში.

მეშინოდა ყველაფრის,ღამის,სიბნელის, მარტო ყოფნის,ყვირილის,  ჩხუბის,მეშინოდა სიკვდილის,რომ წარმოვიდგენდი ოდესმე  მოვკვდებოდი გული მეთუთქებოდა,მეშინოდა რომ მიწაში გველები და მატლები შემჭამდნენ,მერე დედამ დამამშვიდა,მითხრა ყველა საფლავს ბეტონისგან აკეთებენ და იქ ვერაფერი შედისო 🙂

სხვა ბავშვებისგან განსხვავებით მე ვერ დავრბოდი,ვერ ვთამაშობდი წრეშიბურთს,ვერც დაჭერობანას,განა იმიტომ რომ არ შემეძლო,

უბრალოდ არ მინდოდა,ან იქნებ არც შემეძლო,ჩემზე ამბობდნენ ძალიან ნაზია და გულუბრყილოო,ვერასდროს ვერ ვეჩხუბებოდი ვერავის,ვერც თავს ვიცავდი,მერჩივნა დაძაბულ სიტუაციებს გავრიდებოდი,ნეიტრალურ მდგომარეობაში ვყოფილიყავი,ამიტომ ეზოში თითქმის არ გავდიოდი,სხვები რომ გარეთ დარბოდნენ მე ამ დროს ფანჯარასთან მოკალათებული წიგნებს ვკითხულობდი,ვწერდი ან ვოცნებობდი…

ვოცნებობდი ზღაპრული პრინცესა ვყოფილილიყავი,ვოცნებობდი ლამაზ თავგადასავალზე…მეოცნებე ვიყავი ❤Фото010

ახლა რომ ვიხსენებ იმ დროს,ვფიქრობ რომ მარტოსული ვიყავი,სხვებისგან განსხვავებული,სხვანაირად განვიცდიდი ყველაფერს,გავიზარდე

რაღაც დოზით შევიცვალე,თუმცა მაინც ის მეოცნებე გოგო დავრჩი,უკონფლიქტო,ნაზი და მშვიდი.

წარსულიდან ბევრი რამე არც თუ ისე კარგად მახსენდება,მაგრამ ის უკვე წარსულია და მოგონებები სასაფლაოზეა განსვენებული…

ახალი წლის სურნელი,უემოციო აწმყო და მოგონებები წარსულ ახალ წლებზე

დეკემბრის მიწურულს,როდესაც სუსხიც იმატებს და საახალწლო მორთულობებიც ქალაქში,წესით როგორც ყველას,მეც საახალწლო განწყობა უნდა დამეუფლოს,მაგრამ ნურას უკაცრავად,არა და არ მოდის ის განუმეორებელი შეგრძნებები,გულის ფანცქალით რომ ველოდი ახალი წლის მოსვლას,არარსებული თოვლის ბაბუის(ბეებიის,დედის,ან ბიძის) მიერ ბალიშის ქვეშ დატოვებულ კამფეტებს და შოკოლადებს,არც ის სურნელი,ნაცნობი საახალწლო სურნელი,გაჟღენთილი ასაფეთქებლებით,ნაირნაირი  ხილისა და სოფლის ნობათით გაჯერებული სურნელი აღარ მომდის ქუჩაში გამოსულს…537177_582517281774077_1191779353_n

არ ვიცი ასე მე შევიცვალე თუ ახალი წელი გახდა სხვანაირი,არ ვიცი სხვებიც ასე ფიქრობენ თუ მარტო მე,მაგრამ ის ვიცი რომ ის დღეები აღარ განმეორდება,როცა ყველა ერთად ვხვდებოდით ახალ წელს,ბებიასთან სოფელში,ტყის პირას544971_584747161551089_361484561_n,გარშემო თოვლით დაფარულ სახლში,ყველას ერთად გვეძინა ბავშვებს,იატაკზე დაგებულ ლოგინებზე,დილით საბნიდან რომ ცხვირს გამოვყოფდით და ფანჯრისაკენ ვაპარებდით თვალს რამხელა თოვლი იდო,შეგვეძლო თუ არა გუნდაობა,542738_555642541128218_2135623541_nარ მავიწყდება ის სურნელი ახალი ანთებული ღუმელი რომ გამოსცემდა,არც შეშის ტკაცუნი,არც მურაბიანი ჩაი,არც ღიმილიანი ბებია და პაპა,არც კარალიოკის ჩირი,არც ბალიშის ქვეშიდან,გადაჭყლეტილი სასუსნავების გამოღება,ჩვენ თოვლის ბაბუის დატოვებული რომ გვეგონა……..215654_584190118273460_1802311752_n

მახსოვს ერთხელ ხმაურზე გამეღვიძა და ერთი თვალი გავახილე ძილს ვერ წავართვი თავი,სწორედ მაშინ დავინახე ის, ვითომ თოვლის ბაბუა,რომელიც თავქეშ საჩუქრებს გვიტოვებდა თურმე ბიძაჩემი იყო,ძალიან კი ცდილობდა ფრთხილად ყოფილიყო,მაგრამ მე ყველაზე უფროსს მაინც ვერ მომატყუეს და მეც, გაგვიძებულ ბავშვებს საზეიმოდ ვამცნე რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს და რომ ბავშვებივით გვატყუებდნენ(ვითომ არც ვიყავით ბავშვები 🙂 )….

რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ,ახლა ყველას ჩვენი ცხოვრება გვაქვს,ბებიასთან ახალ წელს ვერც ერთი ვერ ვხვდებით,მე და ნაზის ოჯახი გვყავს,შვილებიი…აი სწორედ მათ გამო 25 დეკემბრრის ღამეს მეც ამოვიღე შარშანდელი ნაძვის ხე,სათამაშოებით მოვრთე,ელენე და თენგულა გარშემო დახტუნაობდნენ,იცინოდნენ და მაცინებდნენ.თენგულამ საახალწლო ლექსებიც თქვა,ელენემ ნაძვის ხე  დაითრია და წვიმები თავზე შემოიხვია,ფანჯრის მინაზე და კარზე თოვლის ბაბუაც გავაკარით,რომელზეც მთელი ღამე ინერვიულა თენგულამ არავინ მოგვპაროსო…222349_569708083054997_725418282_nვიხალისეთ, მეც გავერთე მათთან ერთად და თითქოს ამ სიხალისესთან ერთად ახალი წლის სურნელიც შევიგრძენი,ამის მერე მივხვდი რომ საახალწლო განწყობა საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებულმა დრომ უნდა მოიტანოს,მათთან ერთად გიჟობამ და საკუთარი თავის იმაში დარწმუნებამ რომ თოვლის ბაბუა არსებობს…

ამ ახალ წელს მე ჩავეხუტები ჩემს პატარებს და ვუსურვებ რომ ეს სურნელი არასდროს არ დაავიწყდეთ… 🙂

ჩემი თვალით დანახული და განცდილი ანაკლია

ეს ჩანახატი აგვისტოს ბოლოს,ანაკლიიდან თბილისში დაბრუნებულმა ერთი ამოსუნთქვით დავწერე, თან ჩავაქსოვე ჩემი განცდები და ტკივილი,დღეს როცა ჩანაწერებს ვკითხულობდი უეცრად წავაწყდი და მომინდა აქაც დამეწერა…

ანაკლიიდან დავბრუნდი მაგრამ ჯერ ისევ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ…ვინმე მეტყვის ანაკლიაა იბიცა, ან მაიამი ხომ არ არისო, მაგრამ მე მაინც ყველა ცნობილ კურორტს მირჩევნია…ჯერ მარტო თავისი ტრაგიკული ისტორიის გამო ღირს მისი ნახვა…Image

ოსმალების იმპერიას საქართველოს შავი ზღვისპირეთი ხომ ტყვეთ სყიდვის ადგილად ჰქონდა გადაქცეული.ერთ–ერთი ასეთი ობიექტი იყო ანაკლია,ახლომახლო სოფლებიდან გატაცებული,თუ ქართველი თავადების მიერ გაყიდული ბავშვები, ქალები და მამაკაცები სწორედ ანაკლიიდან გაყავდათ გასაყიდათ.ამ ადგილას დასტიროდა,დასტიროდა კი არა გულსაკლავად,მოთქმით ტიროდა მთელი დღეები ანა, თავის გატაცებულ და სამუდამოდ დაკარგულ პირმშოებს…”ანა კიანულა”–ანა კივის–ასე ითარგმნება მეგრულიდან ის სიტყვა რომელიც შემდეგ ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი სიტყვა გახდა,დასხლდნენ იქ სადაც ანა კიოდა,გააშენეს სოფელი,გადაიტანეს ბევრი ტკივილი,კივილი,ომი,ძმათამკვლელი ომი…ყოველი ტკივილის შემდეგ ისევ თავიდან იწყებდა ყველაფერს,ენგური ეღვრებოდა ტანჯულ მიწას სანთელივით თავისი ბუბუნა ხმით “დიდოუ ნანას’ უმღერდა,გულში იკრავდა და” მთვარესავით იტაცებდა” ხანდახან დარდისაგან გათანგულ მეგრელ ვაჟკაცებს…ასეთმა მძიმე ისტორიამ,ამ ულამაზესი ადგილის ხიბლმა,მოგუგუნე ენგურმა და აფხაზეთის მიწიდან, ნიავის მოტანილმა აფხაზური მიწის სურნელმა, არ შეიძლება არ გაგიჩინოს სურვილი დაწერო რამე,რამე უმნიშვნელო მაგრამ მაინც…Image

არ მაქვს პრეტენზია,ისე გადმოვცე ყველაფერი ეს, რაც განვიცადე, როგორც კონსტანტინემ “მტვარის მოტაცებაში,”მაგრამ ვფიცავ, რომ როცა ენგურზე გადავედი და აფხაზეთის მიწას შევეხე,როცა მდინარის მღელვარება,მთვარიანი ღამე და ზღვის ხმა გავიგონე ყოველი სიტყვა გამახსენდა, გამახსენდა და მეც თითქოს განვიცადე ის, რასაც ენგურის ტალღებში გახვეული თარაშ ემხვარი განიცდიდა,რასაც განიცდიდა “თავადის ქალი მაია”ზღვაში რომ შევიდა…

არც კი ვიცი რატომ მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ ჩემი განცდები უფრო მძაფრი იყო ვიდრე მათი რადგან,მე არც ჩემს დაკარგულ ახალგაზრდობას ვდარდობდი და არც საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში მქონდა,თუმცა კი ვდარდობდი,მეშინოდა და მტკიოდა კიდეც…არ იცით რააა?ნუთუ ასე ძნელია ამის მიხვედრა?…ვდარდობდი და მტკიოდა,ყოველთვის მეტკინება,რადგან ძნელია დატკბე ამ ყველაფრით,ამ ულამაზესი ხედებით,ასეთი რომანტიკულ–ტრაგიკული ისტორიით, როცა იქვე ახლოს, სულ ას მეტრში, ვიღაცა უცხოს დაუდია საზღვარი,იქვე ხელისგაწვდენაზე შენი არნახული სამშობლოა,საქართველოს ტკივილი”აფხაზეთი”გრძნობ მის გულისცემას,გესმის მისი ხმა მაგრამ ვერ ეხები…საშინელებაა…ამის შემდეგ ვინ მეტყვის რომ ჩვენს ანაკლიას რომელიმე სახელგანთქმული კურორტი ჯობიაა?მე ვერ გავბედავდი მეთქვა და არც დაიჯეროთ ხალხო!

 

ჩემი სამყარო

   ამინდიც ზუსტად ისეთი იყო, როგორც ჩემი განწყობა,თითქოს ყველაფერი იმისთვის იყო გამზადებული,რომ უნდა მომხდარიყო ის რასაც ყველა ელის,ყოველთვის ქარში,წვიმაში,ზამთარში,მზეში,ამჯერად ქარი ქროდა,წვიმდა კიდეც,წვიმა კია რა თავსხმა იყო…ხო თითქოს ცა გაიხსნაო..ამ დროს ისეთი გრძნობა გექმნება,თითქოს ამინდს სურს დაგასვენოს,სახლში თბილ დივანზე წამოგაკოტრიალოს,ირგვლივწიგნების მთები გედგას,სხვადასხვა ჟანრისა და სხვადასხვა ეროვნების მწერლების….,                                               მაგიდაზე რომელთანაც ფეხი მოვირთხი ქაფქაფა ყავა მედგა და კროასანებით სავსე თეფში,ვკითხულობდი თან სიამოვნებით ვწრუპავდი ყავას….

          ასეთ დროს ყველაზე უფრო კარგად ვგრძნობ თავს,(არდა როცა გავიღვიძე წვიმამ გამწყობა გამიფუჭა…)

        ეს ის გარემოა სადაც ყველაზე უკეთ ვგრძნობ თავს,მომწონს სახლში მარტო ყოფნა,როცა გარეთ ქვეყანა იქცევა,მე კი თბილ ოთახში,ასეთ სიტუაციაში ვიმდიდრებ ცოდნას და ფანტაზიას.სულ ვოცნებობდი ევროპის რომელიმე ძველი ქალაქიას,მაგალითად რომის,პარიზის,ვენნის,ფლორენციის,მიიუნხენის,რომელიმე ძველ უბანში,ძველი სახლის მანსარდაში მეცხოვრა,ისე როგორც ფილმის”მზის ჩასვლამდე”პერსონაჟი ცხოვრობდა..მომწონს დიდი სივრცე,ბუხარით,დიდი ფანჯრებით,ლამაზი ხედით…ბევრი წიგნებით,ნახატებით,ჟურნალებით.გამოვაცხობდი ნამცხვარს გავაკეთებდი ჩაის და სარკმელთან მოკალათებული წავიკითხავდი რომელიმე რომანს…1441241_10201429231386499_1590642835_n

          წიგნნის კითხვისას მოვუსმენდი,რაიმე წყნარ მუსიკას,დამამსვიდებელსა და სასიამოვნოს..სახლის დალაგებისას კი რამე გიჟურსა და ჩქარს(საერთოდ თუ დავალაგებდი სახლს:) )…..420212_2973359446808_145574211_n

        ვივლიდი გამოფენებზე,პოეზიის საღამოებზე,წიგნის პრეზენტაციებზე,ერთი სიტყვით  მთელი ჩემი დრო დაეთმობოდა ხელოვნებას…

საღამოობიტ ვივახშმებდი,რომელიმე მყუდრო კაფეში,ლამაზ გარემოში,იქიდან აუცილებლად წამოვიდოდი ფეხით…ქუჩაში გამოფენილ ძველ წიგნებს გულგრილად ვერ ჩავუვლიდი,ვიყიდდი აუცილებლად რომელიმე ძველ,გაქუცულ წიგნს,რომანსს,რომელსაც ნამდვილი წიგნის სუნი აქვს…

    საღამოს კი ბუხართან მოკალათებული ,პლედმოსხმული ვუყურებდი რომანტიკულ ფილმს…

  კარგი იქნებოდა მცოდნოდა გიტარაზე დაკვრა,ფრანგული ენა(ვგიჟდები ფრანგულზე..)

  მეყოლებოდა აუცილებლად პატარა ფუმფულა ლეკვი,რომელსაც დილაობით აუცილებლად გავასეირნებდი პარკში(არ დამეზარებოდა დილით ადრე მისთვის ადგომა)ასეთ დროს შემამჩნევდა ერთი სიმპათიური და საინტერესო ახალგაზრდა მამაკაცი,რომელიც სარჯიშოდ იქნებოდა გამოსული, მას დანახვისთანავე მოვეწონებოდი და დასახავდა ჩემი გაცნობის გეგმას,ყოველ დღე თავისი სტრატეგიით დაიპყრობდა ჩემს გულს:მომიწყობდა რომანტიკულ შეხვედრებს,,ვისეირნებდით მთელი ღამე და რა თქმა უნდა გვექნებოდა საერთო ინტერესები,ერთნაირი გემოვნება…528843_3419364956667_2025694234_n

 პ.ს.დღევანდელი ცხოვრებით სულაც არ ვარ უკმაყოფილო,თუმცა ასეტ ცხოვრებაზე ვოცნებობდი ყოველთვის,ასეთზე და თანაც აუცილებლად მარტო..და კიდევ ჩემი სამსახური ჩემთვის აუცილებლად სიამოვნების მომნიჭებელი უნდაყოფილიყო…

 პ.პ.ს ოცნებებიიი….