მოგონებების სასაფლაო

ახლა რომ ვიხსენებ ბავშვობას,ბევრი რამ კარგად მახსოვს,ბევრი რამ ბუნდოვნად,ზოგს სულ ვერ ვიხსენებ,თუმცა ჩემს მიერ სამყაროს აღქმა ალბათ მაინც 2წლის ასაკიდან დაიწყო,უფრო ზუსტად 2წლის და 9თვის ასაკიდან. ეს ყველაფერი ჩემი დის მოვლენას ეხება ამ ქვეყანაზე…

 მახსოვს დედა სამშობიაროში რომ წაიყვანეს მე პაპასთან დამტოვეს მარტო სახლში.მერე ისიც ცოტახანს

 უნდა გასულიყო სადღაც და თავის დას ჩააბარა ჩემი თავი,რომელიც იქვე მეზობლად ცხოვრობდა…

მე სულელს მეგონა რომ ყველამ მიმატოვა,იქიდან ტირილით გამოვიქეცი და სახლში ჩემი საწოლის ქვეშ დავიმალე…

დიდხანს ძებნის შემდეგ მომაგნეს, მაგრამ ვერაფრით გამომიყვანეს საწოლის ქვეშიდან,მახსოვს პაპა როგორ მეხვეწებოდა გამოვსულიყავი,

                                                 მერე როცა დედა სამშობიაროდან მოიყვანეს პატარა ვარდისფერ გოჭთან ერთად გაბუტულმა ზურგი ვაქციე და პაპას                ჩავეხუტე,დიდხანს არ ვურიგდებოდი.მე არ მახსოვს მაგრამ როგორც მეუბნებიან,ჩემი და ფეხებით დამიჭერია და გარეთ გამიყვანია, ალბათ მინდოდა გადამეგდო 🙂 

მერე კიდევ მახსოვს დედა ნინის რომ აძინებდა მე მინდოდა რაც შეიძლება მალე დაეძინებინა და სულ ვიძახდი დედა უკვე 2 საათია დააძინეთქო ბავშვი,ვიცოდი რო 2 საათზე აძინებდა,კიდევ მახსოვს ყურებზე და ცხვირზე შპილკებს ვიკეთებდი.

ერთხელ შუადღით რომ დამეძინა მესიზმრა თითქოს კართან დაბალი, წვერებიანი, ცალთვალა, ბოროტი კაცი იდგა და მიყურებდა,შეშნებული იმდენ ხანს ვყვიროდი მეზობლებმაც კი გაიგეს.

5 წლის რომ ვიყავი დედამ  “შვლის ნუკრის ნაამბობი ” წამიკითხა და იმდენი ვიტირე სანამ ბებია არ გაუბრაზდა დედას ცოდოა ბავშვი ამ ასაკში ასეთი ტიპის ნაწარმოებებს რომ უკითხავო,მე კიდევ მთელი თვე უდედოდ დარჩენილ ნუკრზე ვდარდობდი…

საერთოდ ძალიან განსხვავებული და სევდიანი ბავშვი ვიყავი,ჩემი გამოგონილი სამყარო მქონდა სადაც უფრო კარგად ვგრძნობდი თავს , ვიდრე რეალურ სამყაროში.

მეშინოდა ყველაფრის,ღამის,სიბნელის, მარტო ყოფნის,ყვირილის,  ჩხუბის,მეშინოდა სიკვდილის,რომ წარმოვიდგენდი ოდესმე  მოვკვდებოდი გული მეთუთქებოდა,მეშინოდა რომ მიწაში გველები და მატლები შემჭამდნენ,მერე დედამ დამამშვიდა,მითხრა ყველა საფლავს ბეტონისგან აკეთებენ და იქ ვერაფერი შედისო 🙂

სხვა ბავშვებისგან განსხვავებით მე ვერ დავრბოდი,ვერ ვთამაშობდი წრეშიბურთს,ვერც დაჭერობანას,განა იმიტომ რომ არ შემეძლო,

უბრალოდ არ მინდოდა,ან იქნებ არც შემეძლო,ჩემზე ამბობდნენ ძალიან ნაზია და გულუბრყილოო,ვერასდროს ვერ ვეჩხუბებოდი ვერავის,ვერც თავს ვიცავდი,მერჩივნა დაძაბულ სიტუაციებს გავრიდებოდი,ნეიტრალურ მდგომარეობაში ვყოფილიყავი,ამიტომ ეზოში თითქმის არ გავდიოდი,სხვები რომ გარეთ დარბოდნენ მე ამ დროს ფანჯარასთან მოკალათებული წიგნებს ვკითხულობდი,ვწერდი ან ვოცნებობდი…

ვოცნებობდი ზღაპრული პრინცესა ვყოფილილიყავი,ვოცნებობდი ლამაზ თავგადასავალზე…მეოცნებე ვიყავი ❤Фото010

ახლა რომ ვიხსენებ იმ დროს,ვფიქრობ რომ მარტოსული ვიყავი,სხვებისგან განსხვავებული,სხვანაირად განვიცდიდი ყველაფერს,გავიზარდე

რაღაც დოზით შევიცვალე,თუმცა მაინც ის მეოცნებე გოგო დავრჩი,უკონფლიქტო,ნაზი და მშვიდი.

წარსულიდან ბევრი რამე არც თუ ისე კარგად მახსენდება,მაგრამ ის უკვე წარსულია და მოგონებები სასაფლაოზეა განსვენებული…

დატოვე კომენტარი